"დედას უთხრეს - შენი ვაჟი მსუბუქად არის დაჭრილი და დედის გვერდით ყოფნა დააყენებს ფეხზეო".
"სოფოს დაობლებული 5 წლის ბიჭი მეზობელს შესტირის, - დედა მოვიდეს, დედა მინდაო".
"დამპალოდ" წოდებულ ვარკეთილის დასახლებაში ზურებიანების სახლის ჭიშკარი კიდევ რამდენიმე დღით იქნება ღია. ამ კარიდან კოდორელი სვანების გოდება გამოდის, - 27 წლის სოფო ზურებიანი კოდორის ხეობიდან იყო.
სოფოს იმ ადამიანის ტყვია დაეწია, რომელსაც მან ოდესღაც ცხოვრება დაუკავშირა. მანამდე რამდენიმე წამით ადრე კი მისმა ყოფილმა ქმარმა სოფოს უმცროს ძმასაც ესროლა. სანამ მძიმედ დაჭრილი და-ძმა ასფალტზე იცლებოდა სისხლისგან, მკვლელი იქაურობას გაეცალა...
ხმაურზე ქუჩაში გამოსულმა მეზობლებმა, რომელთა თვალწინაც და-ძმა ზურებიანები გაიზარდნენ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მათ საავადმყოფოში დედის ნაცვლად გაჰყვნენ, - ზურებიანების დედა ისრაელშია სამუშაოდ წასული...
როდესაც ამ სტატიას ვწერდი, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ შვილი, რომელიც მძიმე ჯაფით გამოზარდა, აღარ ჰყავს... ვერავინ გაბედა და ისრაელიდან თბილისამდე მარტოდმარტო წამოსულ დედას ვერ უთხრა, ქალიშვილის დასატირებლად უნდა ჩამოხვიდეო. უთხრეს, - შენი ვაჟი მსუბუქად არის დაჭრილი და დედის გვერდით ყოფნა დააყენებს ფეხზეო...
აი, რას ჰყვებიან ის ადამიანები, რომლებმაც სოფოს დაკარგვით ცხოვრების ნაწილი დაკარგეს...
სრულად იხილეთ: kvirispalitra.ge