3 ივნისს, საღამოს 11 საათზე, 14 წლის გოგონა გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან უმძიმეს მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს.
სადარბაზოსთან მომაკვდავი ეგდო, კანაფის ძაფი კისერზე ორჯერ ჰქონდა გადაჭერილი, სხეულზე უამრავი დაზიანება და მოტეხილობა ჰქონდა - ჩამტვრეული მენჯის ძვალი, ფეხი, ქუსლი, კოჭი... უგონო მდგომარეობაში მყოფი სასუნთქ აპარატზე რამდენიმე დღე იყო შეერთებული.
ლელუკა ვანიშვილი ისევ საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, თუმცა ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, რა მოხდა რეალურად. გოგონას ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ ლელუკას ასე სასტიკად შეყვარებული ბიჭი გაუსწორდა, რადგან შეიტყვეს, რომ გოგონა სწორედ იქ აპირებდა შეყვარებულთან შეხვედრას.
ამას კატეგორიულად უარყოფდა ბიჭის მამა, რომელიც ლელუკას ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ცნობილია ისიც, რომ ლელუკას შეყვარებული ძალოვნებმა 2-ჯერ დაკითხეს.
მომხდარზე უფრო მეტი დეტალის დასადგენად საავადმყოფოში მივედი და დაზარალებულს გავესაუბრე. გოგონა ამბობს, რომ ბევრი რამ არ ახსოვს, თუმცა იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში მეხსიერებაში...
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დაზარალებულ არასრულწლოვანთან.
- ლელუკა, პირველ რიგში, გილოცავთ გადარჩენას. იქნებ გაიხსენოთ, რა გადაგხდათ თავს იმ დღეს?
- 3 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარი იყო, სახლიდან გამოვედი და ჩემებს ვუთხარი, რომ ჩემს დაქალთან, მარიამთან მივდიოდი, მაგრამ მარისთან არ წავსულვარ, 9-სართულიანი კორპუსისკენ ჩავისეირნე, იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ვურეკავდი, მაგრამ ყურმილი არ აიღო.
ჩვენ ხშირად ვხვდებოდით იმ ადგილზე ერთმანეთს. ვერ დავუკავშირდი, ამიტომ 9-სართულიანი კორპუსის სადარბაზოში შევედი და მეოთხე თუ მეხუთე სართულზე, კიბეებზე ჩამოვჯექი. კაპიუშონი მეფარა თავზე. მარის მივწერე, 15 წუთში მოვალ-მეთქი. ვიჯექი და ისევ ვრეკავდი, მაგრამ ისევ არ აიღო ყურმილი მურადმა.
მერე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და ზარები წავშალე. ეს წესად მქონდა, მასთან გაგზავნილ მესიჯებს და ზარებს ვშლიდი. მარისთან გაგზავნილი მესიჯი არ წამიშლია, მაგრამ მითხრეს, რომ ისიც წაშლილი იყო ჩემი ტელეფონიდან, თუმცა მარის აქვს შემონახული.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge