სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ერთი პატარა მეგრელი გოგონას ვიდეო სახელწოდებით: "ვოტ ტაკ!" გავრცელდა:
გოგონა კამერის წინ საოცარი მანერებით, მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ჰყვება ამბავს, თუ როგორ გააბრაზა მეგობარმა, როგორ უმადურად მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ფულით დაქალს შოკოლადი "ოზმოც" კი უყიდა.
მოკლედ, პატარა ნინია წუხს იმაზე, რომ მადლობაც არ გადაუხადეს... ვიდეო სოციალურ ქსელში მაშინვე პოპულარული გახდა, მოიარა ყველა საიტი, უამრავმა ადამიანმა მოიწონა და "ფეისბუქის" პირად გვერდებზეც ატვირთეს და გაიზიარეს.
ამ პატარა გოგონას ვინაობით დავინტერესდი და დავადგინე, რომ ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯვარში ცხოვრობს. შვილის შესახებ ნინია ციმინტიას დედას, ლანა შენგელიას ვესაუბრე:
- ნინია ჯერ 5 წლის არ არის. ორი ვაჟკაცის შემდეგ მისი ამ ქვეყნად მოვლენა ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი სიხარული იყო. ის უფროსი ძამიკოს, დაჩის დაბადების დღეზე გაჩნდა.
- ოჯახის ნაბოლარა შვილია და ალბათ, ანებივრებთ...
- ვერ გეტყვით, რომ განებივრებულია, არ მიყვარს, როცა პატარას ყველა სურვილს უსრულებენ. ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
- რას გვეტყვით მის ცნობილ ვიდეოზე და იქ ასახულ თქვენი შვილის ემოციებზე?
- ძალიან გულწრფელია ვიდეოში მისი ემოცია, თუმცა იცის, რომ უღებენ და ცოტას თამაშობს კიდეც, სხვადასხვა მიმიკას იღებს... იმ კონკრეტულ ვიდეოში ნათესავის გოგონა სანდრაზეა ნაწყენი, რომელმაც მასთან თამაში რატომღაც არ ისურვა.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge