სანდრო კაკულია ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც სანდრექსას როლს ასრულებს.
თუმცა, პროფესიით იურისტს სახელოვნებო წრეებში აქამდეც იცნობდნენ. 13 წლიდან პიესებს წერს და მისი ნაწარმოებები თეატრის სცენებზე ცოცხლდება. გაზაფხულისთვის მოთხრობების კრებულის გამოსაცემად ემზადება და ცდილობს, მეტი წეროს, ეკრანზე კი ნაკლებად გამოჩნდეს.
სანდრო მეუღლე ნუცა აბაშიძესთან და 4 წლის შვილ ელენე კაკულიასთან ერთად ცხოვრობს. მას "ნიკორას" სამზარეულოში შევხვდით, სადაც უკვე ტრადიციად იქცა ცნობადი სახეების მოწვევა და მათ კულინარიული შესაძლებლობების გაცნობა. სანდრომ "სწრაფი პიცა ბაგეტით" მოამზადა და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ "ნიკორას" შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მათი პროდუქციის მომხმარებელია და ფაქტობრივად, "ნიკორას სუპერმარკეტებში ცხოვრობს".
- სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარს. შეიძლება პატარა, ოთხკუთხედ სამზარეულოში ყოფნა არ მომწონს. დიდ, ღია სამზარეულოში, ალბათ, სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს ჭამა და საჭმლის კეთება. კერძების მომზადება ჩემს ორივე ბებიას უყვარდა. 12-13 წლის ასაკში მივხვდი, რომ გულით და სულით, შინაგანად, ძალიან მაგარი მზარეული ვარ, ოღონდ ეს მზარეულობა გამოგონებებში გამოიხატება. ვერასდროს ვიმახსოვრებ რეცეპტს, ყველაფერი ჩემს იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული. მაქვს ჩემი გამოგონებული კერძები, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ვიმახსოვრებ, მავიწყდება. პრაქტიკულად, ჩემი კერძები ერთჯერადია.
- მეუღლეს თუ ეხმარებით სადილების მომზადებაში?
- ჩემი და მეუღლის ერთად ყოფნა სამზარეულოში ძალიან იშვიათი მოვლენაა. ზოგჯერ მეუღლე დასახმარებლად მეძახის. ასეთ შემთხვევაში შემიძლია გვერდში დავუდგე. მეუღლე შინაგანად მზარეული არ არის, ძალიან არ უყვარს კერძების კეთება.
მაგრამ დრო გადის, ის მე მიყურებს, ჩვენ ბევრ კულინარიულ ფილმს ვუყურებთ და ნელ-ნელა ვატყობ, რომ ისიც ძალიან კარგი კულინარი ხდება. იმედი მაქვს, გავა დრო, საბოლოო ჯამში ოჯახში ჩვენ ორივეს ძალიან მაგარი სამზარეულო გვექნება - დიდი დახლითა და ლამაზი ოთახით, სადაც ძალიან გემრიელ კერძებს გავაკეთებთ.
- ოჯახში ვინ არის მთავარი მზარეული?
- ოჯახში უფროსი მზარეული მე ვარ, მაგრამ ბავშვის კვება აბსოლუტურად ჩემს ცოლზეა დამოკიდებული. ესეც კარგი გამოცდილებაა. კიდევ კარგი, რომ ჩვენს შვილს კარგი კვება სჭირდება, რადგან ჩემი ცოლი ახლა ნელ-ნელა სწავლობს იმ კერძების გაკეთებას, რასაც არ ისწავლიდა არასდროს, რომ არა ბავშვი.
ყოველდღე, ნებისმიერ დროს შემიძლია ვჭამო მჭადი. ვყიდულობ კონსერვებს. მერე ერთმანეთში ვურევ. ყოველდღე შემიძლია მივირთვა ბრინჯის და მოხალული ფქვილის ფაფა. დილით თაფლით, ჯემით, კარაქიანი პურით, ხაჭოთი და არაჟნით ვსაუზმობთ. სადილი ამოვარდნილი გვაქვს. ბავშვი - ბაღში, ჩვენ - გარეთ ვსადილობთ.
იხილეთ სრულად: ambebi.ge