''მარაო რუსთავი 2''-ზე, მოგეხსენებათ, მოდის დიდ მოყვარულ ნინა წკრიალაშვილს მიჰყავს გადაცემა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს ცნობილი ადამიანების გარდერობებში ახედებს.
ნინას გადაცემები ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ჯერ შორენა ბეგაშვილის გარდერობის ამბებმა მოიარა მთელი ინტერნეტსივრცე, შემდეგ კი ნინო ჩხეიძის მდიდრული კარადაც ''გამოვაღეთ'' ნინასთან ერთად და იქ უამრავი ცნობილი ბრენდი ვიხილეთ. ნინოს ამ გადაცემაზეც ვესაუბრეთ და მისგან რჩევებიც მოვისმინეთ, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და როგორ შევარჩიოთ სამოსი. თუმცა მანამდე ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ სულ მცირე ხანში მისი საახალწლო ალბომი გამოვა, სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, 25 სიმღერა შევა, 15 ძველი და ათიც ახალი.
- ნინო, ბოლოს ''მარაოზე'' გამოჩნდი, ნინას გადაცემაში, სადაც შენი გარდერობის დათვალიერების უფლება მიეცი. ბევრი აზიარებდა ამ ვიდეოს და თეთრი შურითაც შეგვშურდა ქალებს შენი. რამდენი ხანი აგროვე ამდენი ''შანელი''?
- (იცინის) არ მინდოდა გადაცემაში მონაწილეობა, მაგრამ ნინა ჩემი მეგობარია, ძალიან მთხოვა და დავთანხმდი. ჩაცმა სკოლის პერიოდიდან მიყვარს, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ისეთი რაღაცები შემეძინა, რაც ჩემს განწყობას გამოამჟღავნებდა. მაგალითად, მქონდა მძივებიანი ჩანთა. მოდის ტენდენციები გასაგებია, მაგრამ მე ჩაცმა მიყვარს ხასიათიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომაც ვიცვლი თმის ვარცხნილობასა და ფერს. არ მინდა, სულ ერთნაირად გამოვიყურებოდე, პირველ რიგში, ჩემთვის და შემდეგ მაყურებლისთვის. ამ გარდერობს საკმაოდ დიდი ხანია ვქმნი და ვაგროვებ. მაგალითად, მაქვს ათი წლის წინანდელი სამკაული, რომელსაც დღესაც ვიკეთებ.
- შენი გარდერობი მრავალფეროვანია. ''შანელის'' გარდა, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე შენთან დაკავშირებით, ბევრი სხვა ბრენდიც გაქვს.
- ალბათ, ''შანელის'' თემა, უბრალოდ, გაპიარდა, ისეთი ბრენდია, რომ სხვებთან შედარებით უფრო ჩანს და ყვირის, თორემ მაქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ბრენდები, მაგალითად, ''ეიჩ ენდემი'', ''ზარა'', ''რიკი ოუენსი'' თუ ''მარჯიელა''. ბრენდების გამო არ ვყიდულობ ტანსაცმელს, შემიკერია და ვიკერავ კიდეც სამოსს. მთავარია, ლამაზი იყოს და მასში თავს კომფორტულად გრძნობდე. როცა ვფიქრობ, რომ გადაცემაში მინდა წითელი კაბის ჩაცმა, უკვე წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს. თავად რომ მოგწონს შენი ჩაცმულობა, შემდეგ სხვასაც აწონებ თავს. შესაძლოა, გეცვას ძალიან ძვირფასი სამოსი, მაგრამ არ გრძნობდე თავს კარგად. მე კარგი მკერავები მყავს, ბევრ ძვირიან კაბაზე უკეთ მომირგია მათი შეკერილი სამოსი.
- ნინასთან ისიც თქვი, რომ ზოგიერთი რამ ბრენდებიდან პატენტია...
სრულად იხილეთ: reitingi.ge