თამუნა ვაშალომიძე კიევიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, სადაც "ფლეიბოის" გადაღებებისთვის ჩავიდა.
თბილისში დაბრუნებულ თამუნას შთაბეჭდილებებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ რუსულ "ფლეიბოიში" თამუნას ვერ ვიხილავთ. თუ რა მოხდა კიევში, ამის შესახებ მოდელმა ჩვენთან საუბარში გულახდილად ისაუბრა.
- თამუნა, გადაღებებზე როგორ გრძნობდი თავს, დაძაბული ხომ არ იყავი?
- ძალიან დადებითი პირველი ეტაპი დამთავრდა. თვის ბოლოს კიდევ მაქვს გადაღება და კიევში მივფრინავ კიდევ ორი დღით.
- ფოტოები სამოსში გადაგიღეს თუ მთლიანად შიშველს?
- თეთრეულშიც ვიქნები და შიშველიც.
- რა ფერის თეთრეულში იქნები?
- შავ თეთრეულშიც გადამიღეს, თეთრშიც, მწვანეშიც.
- შიშველი ფოტოსესიისას უხერხულად გრძნობდი თავს თუ ისეთი გარემო შექმნეს, რომ სირცხვილის მომენტი არ გქონია?
- ეს ჩემი პროფესიაა და უხერხულობა არც ყოფილა. ფოტოები იქნება ძალიან განსხვავებული. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ქალი იყო და ძალიან მოვეწონე. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჟურნალის ყდაზე, სადაც მე უნდა ვიყო, უბრალო მოდელებს არ ბეჭდავენ და როდესაც ხარ გარეკანზე, ოთხ გვერდზე ინტერვიუ იბეჭდება.
იხილეთ სტატია სრულად