მზია ორველაშვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის გამარჯვებულია. რამდენიმე დღის წინ კი თავის ახალ მეწყვილესთან, ლიტველ ედგარას ბრაზასთან ერთად ვილნიუსში გაემგზავრა.
მოგვიანებით წყვილი თბილისში გააგრძელებს მეცადინეობას და სულ მალე სხვადასხვა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ედგარასი:
- ჩემმა მეწყვილემ მოულოდნელად მიმატოვა და გოგონას გარეშე ვიყავი დარჩენილი. მწვრთნელმა მირჩია, გაემგზავრე საქართველოში, იქ ძალიან კარგი გოგონაა და სცადეთ წყვილში ცეკვაო. დედაჩემი თბილისში ცხოვრობს, ისიც მოვინახულე და მზიასთან ერთად ცეკვაც მოვსინჯე, თავიდანვე ყველაფერი კარგად აეწყო და გადავწყვიტეთ, წყვილში გვეცეკვა.
21 წლის ვარ. ყველაზე მთავარი ჩემთვის ცეკვებია. ბავშვებს ვასწავლი და გარდა ამისა, ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიას ვეუფლები.
- თბილისში პირველად ჩამოხვედი?
- დედის მოსანახულებლად ჩამოვდიოდი ხოლმე. ჩემი დიდი ბაბუა ქართველი იყო.
- როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება თბილისში ცხოვრება?
- ვიცი, რომ თბილისში ძალიან ცხელა და სავარაუდოდ, მხოლოდ სიცხესთან გამიჭირდება შეგუება.
- მზია, შენი მეწყვილე საშა ოხრიმენკო იყო. რატომ აღარ გამოდიხარ წყვილში მეუღლესთან ერთად?
- ჩემსა და საშას შორის გაუგებრობა მოხდა. სხვების საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ, ერთმანეთს დავშორდით. სიმართლე გითხრათ, ამას არ მოველოდი. მერე ედგარასმა მომწერა, მინდა, შენთან მოვსინჯო ცეკვა, თუ მეწყვილე არ გყავსო. უარი არ ვუთხარი, რადგან მსოფლიოში ძალიან ძლიერ მოცეკვავედ მიიჩნევა. თან, ჩემი და საშას ყველანაირი ურთიერთობა დამთავრდა. გადავწყვიტე, პროფესიულად მივუდგე ედგარასის შემოთავაზებას და საქართველოს ჩემპიონატზე წინსვლა გავაგრძელო.
- რა მიღწევები აქვს შენს ახალ მეწყვილეს?
- თავის ასაკში მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორის შედიოდა. პერსპექტიული მოცეკვავეა და როცა ასეთი შემოთავაზება გაქვს, უარი არ უნდა თქვა.
იხილეთ სტატია სრულად