როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მომღერალი ოთო ნემსაძე მეუღლეს, თამთა კუპრავას დაშორდა.
მათი სიყვარულის ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. თამთა ბოლო ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ქართულ არხებს არ უყურებდა, თუმცა იცოდა პროექტ ''ჯეოსტარის'' არსებობის შესახებ და ოთოს გულშემატკივრობდა.
ოთო ''ფეისბუქზე'' მოძებნა, დამეგობრდნენ. სოციალურ ქსელში დაწყებული მეგობრობა დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა. გასული წლის ივლისში თამთა საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა. შეხვედრა გადაწყვიტეს. პირველივე დღეს ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. მოგვიანებით ინტერვიუებში ორივე ყვებოდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. თამთა ინტერვიუებში ამბობდა, რომ ოთოს თვალები და თმა მოეწონა ძალიან.
გაცნობიდან რამდენიმე თვეში თამთა ამერიკაში დაბრუნდა, ოთო კი უკრაინაში წავიდა, სადაც "X ფაქტორში" მონაწილეობდა. ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლეს და თამთამ ოთოს უკრაინაში ჩააკითხა. წყვილმა ლვოვში გადაიხადა ქორწილი.
იხილეთ სტატია სრულად