ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს.
ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს. ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად!
ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.
იხილეთ სტატია სრულად