როგორც ცნობილია, პერიფერიული მხედველობა ადამიანის მხედველობის იმ არეალზეა პასუხისმგებელი, რომელიც 190 გრადუსს შეადგენს.
თუმცა ის ხანდახან გვაიძულებს დავინახოთ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს.
ამის მტკიცებულებას ახლავე გთავაზობთ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – თვალისმოუცილებლად უყუროთ სურათის ცენტრში მოცემულ ჯვარს. ნახავთ, როგორ გადაიქცევა თქვენი პერიფერიული მხედველობით ადამიანების ჩვეულებრივი სახეები "მონსტრებად".
სახე იწყებს ცვლილებას და რაც უფრო დიდხანს უმზერთ სურათის ცენტრს, მით მეტად იცვლება. რატომ ხდება ასე?
ჩვენი თვალების ბადურაზე არსებობს ისეთი მონაკვეთი, რომელსაც ყვითელი ლაქა ეწოდება. ამ ლაქის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მასში არსებობს რეცეპტორების ყველაზე მეტი რაოდენობა. ის შეადგენს ჩვენი მხედველობის მთელი დიაპაზონის 10%-ს და წარმოადგენს იმას, რაზედ ფოკუსირდება ჩვენი მზერა.
ამ შემთხვევაში ჩვენი მხედველობის ძირითადი არეალი ცარიელია, იქ მხოლოდ ცარიელი სივრცეა თეთრი ჯვრით. ტვინი ცდილობს, აიღოს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, ძირითადი სანახავის ზღვარს მიღმა. ეს კი ზუსტად ის მოძრავი სურათებია, რომლებიც მარჯვნივ და მარცხნივ არის განლაგებული.
ეს წყაროები არც ისეთი "საიმედოა" და ტვინი ცდილობს, შეაერთოს ისინი ერთ გამოსახულებად. ამასთან, ის ცდილობს, დაამუშაოს ფოტოები ძალიან მოკლე დროში, რადგან გამოსახულებები სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომაც ვკარგავთ სახეების აღქმის უნარს და ტვინი, უბრალოდ, აერთებს სხვადასხვა სახის ნაკვთებს ერთ მთლიანში, რის შედეგადაც ჩვენ ვხედავთ "მონსტრებს".
ასევე იხილეთ:
მხედველობის უნიკალური სავარჯიშო – სტერეოსურათები. აამუშავე მესამე თვალი