ცნობილი რუსი როკ-მომღერალი ზემფირა Tbilisi Open Air ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვია.
იხილეთ ვიდეო
მის წარმოდგენას, როგორც ყოველთვის, დიდი ოვაციები მოჰყა. მან თავისი ლეგენდარული ჰიტები შეასრულა. სცენაზე იგი, ტრადიციულად, ალკოჰოლს წრუპავდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მოწევას თავი რამდენიმე თვის წინ დაანება.
ზემფირა თავის პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონცერტებზე ხშირად გამოხატავს. ამ მხრივ, არც თბილისი ყოფილა გამონაკლისი. როდესაც მან დაინახა, რომ ერთ-ერთ დამსწრეს დარბაზში უკრაინის დროშა ჰქონდა, გამოართვა და სცენაზე გაშალა. შემდეგ მიკროფონს მოაბა და სიმღერა განაგრძო.
ზემფირას გარდა, ფესტივალის ფარგლებში ცნობილი შემსრულებლები: ბეთ ჰარტი, პლაცებო, Archieve და სხვები იმღერებენ.
Tbilisi Open Air 3 ივლისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება.
იხილეთ ვიდეო