"მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა,"- ნიცშე
2015 წლის ივლისში ჩემმა ფლეილისტმა ყურსასმენებიდან "ლაივში გადმოინაცვლა და მე უძრავად ვუსმენ, როგორ მეღვრება სულში ამდენი ერთად ახდენილი ოცნება...
ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ: Tbilisi Open Air 2015!.. და ეს ფრაზა მხოლოდ მელომანებისთვისაა... ...ჟრუანტელისმომგვრელი... მუსიკა ირთვება და ვცდილობ, რამდენიმე წუთში დაჭერილი მუხტი ბოლომდე გამყვეს. ჟრუანტელი კი მეორდება და მეორდება, კისრიდან იწყებს და გალაკტიკიკაში, ირმის ნახტომთან მთავრდება... ამას ყველა განიცდის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მუსიკის მოსმენისას და ჰაერში მუსიკის კულტი იბუდებს... ჰო, ვფიქრობ, მუსიკამ, მინიმუმ, სიამოვნებისგან უნდა აგაცრემლოს...
ფესტივალზე წელს პირველად გამოდიან სცენაზე ისეთი შემსრულებლები, რომელთა საქართველოში ჩამოსვლაც ბევრ ჩვენგანს გონებაშიც კი ძნელად დაგვიშვია. აღარაფერს ვამბობ მათი ასე ხელ-ყურ-თვალმისაწვდომობაზე...
ფესტივალები ხშირად ხომ მხოლოდ სქელჯიბიანებისთვის იმართება და აქამდე არაერთხელ დამწყვეტია გული... ასე რომ, 2015 წლის ოპენ აირ-ი ჩვენთვის მთელი მისტერიაა... ჟანრობრივი ეკლექტიკურობით და სიურპრიზებით... ალბათ ამიტომ, ამჯერად არ ღირს, გავამახვილოთ ყურადღება იმ მინუსებზე, რომლებიც ფესტივალს ეხება, მათ შორის ორგანიზაციულ სკთხებზე. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შეიძლება გაიხსნას დამატებით კარები შესავლელში და ლამის ორი საათი არ იდგნენ მსმენელები რიგში (იგივე მეორდება კემპინგის ზონაში) და პრინციპში სასმელიც შეიძლება იყიდებოდეს უფრო ადეკვატურ ფასად, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს ფარავს მუსიკის ჰანგები... ...ჰანგები... მუსიკა... ...ვიქნები სუბიექტური დაArchive – მუსიკა, ხმა, ტემბრი... ტემბრი- ეს ის არის, რაც შენს ცხოვრებაზე ყვება... მუსიკა, ხმა ვერ იტყუება და ეს ზოგჯერ ძალიან სევდისმომგვრელია, ჩვენი ცხოვრების მგავსად...
ირგვლივ ეიფორია, ხალისია. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ერთმანეთის კარგი ნაცნობია და იმ წუთას ეს მართლაც ასე... ჩვენ მუსიკა გვაერთიანებს... ის, რაც ყველაზე მეტად აშიშვლებს, ააშკარავებს და მეტყველებს ჩვენს მეზე...
ჰაერი, ჰანგები, პლედი და ჩვენ -ეს ინსპირაციაა. ეს თავისუფლების ფესტივალია! რამე "მოდურის ან არამოდურის" გაკულტება და ყალბი მსმენელობა თვითგამორკვევის ძალიან სუსტი მცდელობაა და ცხოვრება ფონოგრამის ნამღერს ემსგავსება. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი უნდა იყოს მიზანი. წლიდან წლამდე ჩვენი შინაგანი ზრდისა და მუსიკის როლის სწორად გათავისების... ასე რომ, დადუმდით, მეგობრებო და ალაპარაკეთ მუსიკა თქვენ მაგივრად... music breaks free!