რთული დღის, დაძაბული კვირის ბოლოს, ტკბილეული, მარილიანი თუ ცხიმიანი საკვები გინდებათ?
დიეტოლოგები არ გირჩევენ ასეთი პროდუქტების ჭამას, განსაკუთრებით, თუ სტრესის სიმპტომები გაქვთ. ამასთანავე, სტრესის ჩასახშობი პროდუქტები მეტაბოლიზმს ადუნებს და ზედმეტი კილოგრამების აკრეფას უწყობს ხელს.
ღვეზელები და ნამცხვრები
კრემიანი და მინანქრიანი ტკბილეული სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და ორგანიზმი უფრო მეტ სტრესს განიცდის.
ორცხობილა, მარილიანი კრეკერი და თხილი
მიუხედავად იმისა, რომ მარილიანი თხილისა და კრეკერების ჭამას საკუთარ თავს ვერ აუკრძალავთ და თუ დაიწყეთ ჭამა, გაჩერება გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ ისინი, მარილის მომატებასა და შეშუპების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
ჩიფსი
ექიმები ჩიფსებს ყველაზე მავნე პროდუქტებად მიიჩნევენ. მასში სასარგებლო არაფერია, მხოლოდ მარილი, ცხიმი, სწრაფი ნახშირწყლები. ამ უსარგებლო "კოქტეილს" აგვირგვინებს კონსერვანტები, არომატიზატორები და საღებავები.
ნაყინი
ისეთივე უსარგებლო დესერტია, როგორც ღვეზელები და ნამცხვრები.
მოკოჩინო
ყავა შოკოლადის სიროფით, უამრავი შაქრითა და ნაღებითაა გაჯერებული და თქვენს ნერვულ სისტემას კიდევ უფრო დაამძიმებს.