Tbilisi Summer Set-ი კარს მოგვდგომია - 10, 11 და 12 ივლისი ის დღეებია, რომელთა სახლში გატარებაც სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაგეთვლებათ და სამომავლოდ "ვინ გვარცხვენს" დაფაზეც გამოიკვრებით.
რატომ? მიზეზი მარტივია - თუნდაც იმიტომ, რომ 10 ივლისს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე Olafur Arnalds-ი მუსიკოსებს თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდება და ვორქშოფს ჩაატარებს. არ დაგავიწყდეთ - დღის განმავლობაში ჩატარებული ყველა ღონისძიება სრულიად უფასოა. უკვე ღამით სწორედ Olafur-ის პროექტი Olafur იზრუნებს თქვენი ყურთასმენის დატკბობაზე.
უკვე 11-ში ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან Agoria, Ryba, Joachim Pator, Matthew Dekay, Worakls. 12 ივლისს ღამის სცენას 21-ე საუკუნის ბეთჰოვენი, Nils Frahm დაიკავებს - ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ყველაზე გამორჩეული სტუმარი, ადამიანი, რომელიც კონცერტებს ერთნაირი წარმატებით მართავს კათოლიკურ ტაძრებში, ოპერის თეატრებში თუ მსგავსი ტიპის ფესტივალებზე.
მოკლედ, Brace Yourselves – Summer Set is Coming.
p.s. თუმცა, იქამდე გთხოვთ, მთელი ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი 4-წლიანი გამოცდილების შედეგად დაგროვილ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც რამეს თუ არ შეგმატებთ, ყოველ შემთხვევაში, არ დაგაკლებთ მაინც
10 რჩევა, რომელიც უნდა წაიკითხო Tbilisi Summer Set 2015-ზე წასვლამდე
1. არაა აუცილებელი, ფესტივალის ყველა სტუმარი მელომანი იყოს, მაგრამ აუცილებელია იცოდეს "ქცევის კულტურა".
2. წინასწარ მოუსმინეთ არტისტებს: ზოგიერთ მათგანზე, ცეკვის და მით უმეტეს, წინ და უკან სიარულის მაგივრად, შეიძლება ძირს დაჯდომა მოგიწიოთ.
3. ფესტივალის დღის სცენასთან მოხვედრა უფასოა, მაგრამ ეს face და age e კონტროლს არ გამორიცხავს.
4. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენთან კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტების ხმებს გაიგებთ (იხ. პუნქტი 2).
5. ვინ დაგხვდებათ ფესტივალზე? ადამიანები, ვისაც ხშირად "ერთ ოთახშიც კი ვერ ნახავთ".
6. SUMMER SET-ის მთავარი მიზანია, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელმა შეძლოს ფესტივალზე დასწრება: ეს აისახება როგორც ბილეთის ფასზე, ასევე, იქ შეკრებილ საზოგადოებაზე: მუსიკოსები, არტისტები, მელომანები და ყველა, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ დაივიწყოს ყველაფერი რუტინული.
7. SUMMER SET 2015-ზე შესაძლებლობები შეუზღუდავია და გულისხმობს ფესტივალის ტერიტორიის ადაპტირებას და ინკლუზიური ნაწილის გააქტიურებას.
8. "უორქშოპი" არასაშიში სიტყვაა და ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად, ზოგადი გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს.
9. "გულავი", "მოხოდვა", "გრიალი" მისაღებია, მაგრამ ამით სხვები არ უნდა შეწუხდნენ. მობოდიშება და ღიმილი "მოსულა".
10. გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ სეზონიდან სეზონამდე ერთად ვიზრდებით - ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებ პრობლემას ვაწყდებით.