ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. უნდა ერკვეოდეთ მის ხარისხშიც და მოვლაც უნდა იცოდეთ, რათა ეს არც ისე იაფი ნივთი მალე გადასაგდები არ გაგიხდეთ.
ყიდვის დროს
არასოდეს აირჩიოთ ის თეთრეული, რასაც დახლზე ყველაზე იაფად გთავაზობენ. ის ან ხარისხით არის უვარგისი, ან ზომაშია ზედმეტად პატარა და სტანდარტულ ლოგინს არ მოერგება.
ყიდვამდე აუცილებლად გახსენით შეფუთვა და თეთრეულის რეალური ზომა მის ეტიკეტზე დაწერილს შეადარეთ. თუ ზუსტად არ ემთხვევა, ხარისხის იმედიც ნუ გექნებათ. სამწუხაროდ, იდეალური შეფუთვისა და ხარისხის თეთრეულის შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა ცუდ შეფუთვაშიც შეიძლება გამძლე ქსოვილის ნაწარმი იდოს. ამიტომ დაუკვირდით სხვა ნიშნებსაც:
თეთრეული ორმაგი ნაკერით უნდა იყოს შესრულებული (ორმაგად გადაკეცილ ქსოვილზე), ზუსტად უნდა შეეფერებოდეს ქსოვილის ფერს და ნაკერის ხაზიც იდეალურად სწორი უნდა იყოს.
კარგად დააკვირდით ბამბის, ე.წ. მაიჩნის თეთრეულს. იაფიან ვარიანტებს ხშირად წუნდებული ქსოვილისგან კერავენ, ამიტომ შიგადაშიგ ხშირად არის დახეული და გარღვეული.
ქსოვილი
თეთრეულის ქსოვილი შეიძლება ნატურალურიც იყოს და შერეულიც. შეხებისას სასიამოვნო უნდა იყოს და ტენის შეწოვის უნარი ჰქონდეს. საუკეთესოა ნატურალური ბამბის ქსოვილი, თუმცა შერეული ტიპის შედარებით ხელმისაწვდომი ქსოვილებიც კარგად ამართლებს.
მთლიანად ხელოვნურ ნედლეულზე დამზადებული ქსოვილი დროთა განმავლობაში ბუსუსებს იკეთებს. ცალკე პრობლემაა საღებავი, რომელიც რამდენიმე გარეცხვაში ნადგურდება.
როგორ მოვუაროთ ფერად თეთრეულს, რომ დიდხანს გაძლოს?
იხილეთ სტატია სრულად