დამწვრობის ცენტრში, ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობის შედეგად, 22 წლის გოგონა და 62 წლის ქალბატონი მკურნალობენ.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ambebi.ge-ს განუცხადა, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარშით 22 წლის გოგონამ კანის 60%-ის დამწვრობა მიიღო, ქალბატონმა კი - 18%-ის.
ქაშიბაძის თქმით, პაციენტთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მკურნალობას კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებენ.
წყარო