როგორც მედიკოსები ამბობენ, ადამიანმა დღე-ღამეში ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. მას სითხეზე მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება.
თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება ჩნდება. ზოგი უპირატესობას ბუნებრივ წყალს ანიჭებს, ზოგი – მინერალურს. წყურვილის მოკვლის მიზნით, არამარტო ვიტამინებს, მინერალებსაც იღებენ, ამისთვის კი უმჯობესია წვენის, კისელის, ბურახის მიღება.
ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც, დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები (პიტნა, ასკილი), რადგან ისინი ვიტამინებითაა მდიდარი და ნაკლებ კალორიულია, ხოლო გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის..
იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილ-კენკროვან სასმელებს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია თუ საკვებიდან მიიღებთ ბულიონს, სუპს, ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილს. ორი კათხა ლუდის მირთმევაც შეგიძლიათ და ამით ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა შესრულებული იქნება.
დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგანაც ის დოგმა კი არა, ორიენტირია მათთვის, ვინც სითხეს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ მიიღეთ იმდენი რაოდენობით სითხე, რამდენიც გსურთ.
რაც შეეხება ჩაის, მას შემდეგი სასარგებლო თვისებები გააჩნია და ამის გამო მას უდიდესი ძალა აქვს: ასუფთავებს სისხლს; ხელს უშლის ცუდ სიზმრებს; ეხმარება გონებას; კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს; შესანიშნავი წამალია გაციებისას; აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში; კურნავს სურდოს; აუმჯობესებს მხედველობას; ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისგან; კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს; ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას; აფხიზლებს; მატებს ენერგიეს და ამხნევებს; ადამიანებს შიშის დაძლევაში ეხმარებათ; ძლიერ ტკივილებს ასუსტებს; შინაგან ორგანოებს აძლიერებს და, რაც მთავრია, კლავს წყურვილს.
იხილეთ სტატია სრულად