ენა სხეულის უნიკალური ნაწილია, რომელიც ასე აუცილებელია ყველასთვის. მისი მეშვეობით ვურთიერთობთ, ვიღებთ საკვებს, პირის ღრუს ჯანმრთელობას ვუწყობთ ხელს და მთელი ორგანიზმის მდგომარეობის გაგებაც კი შეიძლება.
ენის დანახვისას გამოცდილი ექიმი ბევრ რამეს ეტყვის პაციენტს.
ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ენა გულის გაგრძელებაა. ამიტომ მის მდგომარეობას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება.
ჩაიხედეთ სარკეში და ახლავე დაითვალიერეთ ენა, რომ დაახლოებით მიხვდეთ, გაქვთ თუ არა განგაშის საფუძველი.
ჯანმრთელი ენა
"ჯანმრთელი" ენის ფერი ყოველთვის თანაბრად ვარდისფერია, თვითონ ორგანო კი სველია, ნადების, ლაქების, ხაოების გარეშე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანსაღია და კარგად ფუნქციონირებს საკვების გადამუშავების პროცესში.
ნადები ენაზე
1. მსუბუქი თეთრი
ასეთი ენა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მიანიშნებს. რაკი ამ ერთი ნიშნით ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა (შეიძლება იყოს როგორც დაბალი მჟავიანობა ან კუჭის წყლული), ექიმთან მისვლა სჯობს.
2. სქელი თეთრი ნადები
თუ ენა სქელი თეთრი ნადებით გაქვთ დაფარული, ეს არც ისე კარგის ნიშანია. ორგანიზმში ზოგიერთი სისტემა ვერ ასრულებს თავის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ასევე, ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ნიშანი.
3. ყვითელი
ამ ტიპის ნადები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიანიშნებს. ასევე, შეიძლება იყოს საჭმლის მონელების პრობლემების ნიშანი.
გაგრძელება