ნებისმიერი ქარხნულად დაფასოებული პროდუქტის შემადგენლობაში ყოველთვის გვხვდება E სიმბოლო სამ ან ოთხ ციფრთან ერთად. ეს ციფრები პროდუქტში საკვები დანამატების, იგივე ემულგატორების არსებობას აღნიშნავს.
ეს ნივთიერებები საჭიროა პროდუქტისთვის ლამაზი შეფერილობის მისაცემად, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, შესასქელებლად, სიმკვრივის მისანიჭებლად, გემოს გასაძლიერებლად და ა. შ.
სამწუხაროდ, მსოფლიო მრეწველობაში უამრავი ემულგატორია გამოყენებული, რომელთა ორგანიზმზე მოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის. მართალია, ძალიან რთულია ყველაფერ მავნებელს თავი აარიდო, მაგრამ უნდა იცოდეთ მაინც, რას მიირთმევთ თავად და რას აჭმევთ შვილებს.
გთავაზობთ რამდენიმე ემულგატორის დახასიათებას. შეამოწმეთ, არის თუ არა ეს აღნიშვნა თქვენს სამზარეულოში არსებულ პროდუქტზე.
E-326
თუ ეს ნივთიერება მითითებულია, საერთოდ თავი შეიკავეთ მისი შეძენისგან. ეს გემოს გამაძლიერებელია და დღეს ძალიან ბევრ პროდუქტშია გამოყენებული.
შაქრის შემცვლელი
ყველა შაქრის შემცვლელი ძლიერი ნაღველმდენი ეფექტით გამოირჩევა. ვისაც სანაღვლე გზების პრობლემები აწუხებს, შაქრის შემცვლელმა შეიძლება მისი გამწვავება გამოიწვიოს. გაზიან სასმელებში კი ეს ნივთიერება ჭარბადაა. ლიმონათებით და მისი მსგავსი სასმელებით პირის ჩატკბარუნებაზე პასუხს ჩვენი ორგანიზმი აგებს.
იხილეთ სრულად...