როგორც კი იგრძნობთ ყელის ტკივილს, ნუ დაელოდებით მის გართულებას, სცადეთ ეს მარტივი რეცეპტი და ფაქტობრივად, 4 საათში სრულიად განიკურნებით.
ეს უცნაურია, მაგრამ კვლიავისა და კონიაკის ნაზავი – ძალიან ეფექტური საშუალებაა ანგინის მოსარჩენად.
როგორ მოვამზადოთ ელექსირი?
აიღეთ ნახევარი ჭიქა (80 გრ) დაფქული კვლიავის თესლი, დაასხით ერთი ჭიქა (200 მლ) წყალი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მიიღებთ სქელ მასას, მოგაგონებთ ყავის ნალექს.
ახლა მოიმარჯვეთ საწური და კარგად გაწურეთ მიღებული მასა, შემდეგ დაუმატეთ ¼ ჭიქა წყალი (50 მლ) და კვლავ დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. ოდნავ შეაგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ელექსირი მზად არის!
როგორ მივიღოთ?
მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. დარწმუნებული იყავით, რომ უკვე 2 საათში ყელის ტკივილი შემსუბუქდება და ყლაპვაც გაგიადვილდებათ. ხოლო 4 საათში სრულიად გათავისუფლდებით ანგინისგან.
ძლიერი ტკივილების დროს მიიღეთ წამალი უფრო ხანგრძლივი პერიოდით. რეცეპტი რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც აწუხებს გაციება, ტონზილიტი, ფარინგიტი და ტრაქეიტი.