ბრედ პიტი ფაქტობრივად ემუდარება ცოლს დაწვეს სარეაბილიტაციო კლინიკაში. მიზეზი – ანჯელინა ჯოლის ზედმეტი სიგამხდრეა. მსახიობის წონა კრიტიკულ ზღვარს – 38 კილოგრამს მიუახლოვდა!
ბოლო დროს 40 წლის ანჯელინა ჯოლი თავას ცუდად გრძნობს. მსახიობის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ენჯი საზოგადოებისგან მძიმე სენს მალავს. თუმცა, ქალს აშკარად არ აქვს წესრიგში კვების საკითხი: ის თითქმის არაფერს ჭამს და დღითიდღე კარგავს წონას.
ამბობენ, რომ ენჯის სულ ჰქონდა ანორექსიისკენ მიდრეკლება. ბოლო დროს გადატანილმა სტრესმა (დედის გარდაცვალებასთან და საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით) უფრო დაუმძიმა მდგომარეობა. ამასთან მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო ფილმის "გაუტეხელის" გადაღებისას, სადაც ის პროდიუსერის როლში გამოდიოდა. ენჯიმ უარი თქვა საჭმელზე იმ მსახიობების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ამერიკელი ტყვეების როლს ასრულებდნენ.
ჯოლიმ ნორმალურ კვებაზე უარი თქვა ასევე გაეროს ეგიდით დევნილების ბანაკებში ყოფნისას. მან ვერ შეძლო დაეცვა ჩვეული რაციონი, როცა ხედავდა შიმშილისგან გათანგულ ქალებსა და ბავშვებს.
ამ ყველაფერმა მსახიობი იქამდე მიიყვანა, რომ მისი წონა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ცოლის მდგომარეობას ძალიან განიცდის ბრედ პიტი. მან სპეციალური მზარეული და მწვრთნელიც კი დაიქირავა, რათა დაეხმაროს ენჯის წონის მომატებაში.
"ენჯი ყოელთვის გამხდარი იყო, მაგრამ ასე ცოტას არასოდეს იწონიდა. მისი წონა მაქსიმალურად დაბალ ზღვრამდე – 38 კილოგრამამდე ჩამოვიდა!" – აცხადებს ინსაიდერი.
იმისათვის, რომ საყვარელი ცოლი გადაარჩინოს, ბრედი კარდინარულ ზომებს მიმართავს.
"ბრედი თვეებია ცდილობს დაეხმაროს ენჯის და უკვე აღარ იცის, მეტი რა გააკეთოს. ბრედმა ცოლს ულტიმატუმი წაუყენა: თუკი არ დაწვება სამკურნალოდ, ის წავა მისგან და ბავშვებსაც წაიყვანს. მას უყვარს ცოლი, მაგრამ ამავე დროს აშინებს მისი უდიერი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ", - ამბობს ინსაიდერი.
პიტი თვლის, რომ ანჯელინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ოჯახის სიმყარეზეც აისახება.