იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და დღეგრძელები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დროს ანდომებს კუჭი საჭმლის გადამუშავებას.
ექიმების მტკიცებით, ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს საკვების გადამუშავების დროს, ორგანიზმით კილოგრამობით ლპობად საკვებს ატარებს. შედეგად, პროვოცირებას უკეთებს სხვადასხვა დაავადებას და იმოკლებს სიცოცხლეს.
კარგი გადამუშავებისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი საკვანძო მომენტები:
ყოვლად დაუშვებელია ჩავიყაროთ კუჭში პროდუქტები, რომლებსაც სულ სხვადასხვა დრო სჭირდებათ გადამუშავებისთვის – ამით კუჭ-ნაწლავს დიდ დატვირთვას და ტრავმას ვანიჭებთ. მაგალითად, კარტოფილისა და ღორის ხორცისგან მომზადებულ კერძს დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდება იმისათვის, რომ გადამუშავდეს, მაშინ, როცა ცალკე კარტოფილს ერთი საათი ეყოფოდა გადასამუშავებლად.
ოპტიმალური იქნებოდა, ერთად მიგვეღო ისეთი პროდუქტები, რომლებსაც დაახლოებით ერთი დრო სჭირდება გადასამუშავებლად. მაგალითად, ბოსტნეულის სალათა, ვაშლი და მსხალი, სტაფილოსა და ჭარხლის წვენი – ასეთი ასორტი კუჭს მუშაობას შეუმსუბუქებს და ორგანიზმისთვისაც შვება იქნება.
სალათებში ცხიმის დამატება გადამუშავების დროს დაახლოებით 2-3 საათით ზრდის.
არ შეიძლება დააყოლოთ წყალი, ჩაი და სხვა სითხე საჭმელს – ამით კუჭის წვენის გამოყოფას უშლით ხელს და საკვების გადამუშავებაც შეფერხებით ხდება. გარდა ამისა, სითხის საჭმელზე დაყოლებით ნაწლავებში გადაუმუშავებელი საჭმელი ხვდება, რომელიც იქ ლპობას განიცდის.
მაგრამ თუკი წყალს ცარიელ კუჭზე დალევთ – ეს პირიქით, დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საჭმლის გადამუშავების პროცესს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ცილოვანი საკვები მხოლოდ თბილი უნდა მიიღოთ – თბილი საკვები კუჭში დაახლოებით 2-3 საათს გადამუშავდება (რაც ცილების დაშლის ოპტიმალურ დროდ ითვლება) და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება ის მსხვილ ნაწლავში, სადაც გააგრძელებს დაშლას და სასარგებლო ნივთიერებების ორგანიზმის მიერ შეთვისების პროცესს.
ცივი საკვები კუჭში ბევრად სწრაფად გადამუშავდება, ამიტომაც ცილა ვერ ასწრებს ნორმალურად დაშლას და პირდაპირ ნაწლავში ხვდება. შედეგად ხორცპროდუქტებში (ცილებში) არსებული ბაქტერიები იწყებს გამრავლებას და კუჭ-ნაწლავში დისკომფორტს (გაზებს, შებერილობას, აშლილობას და ა.შ...) იწვევს.