დღეიდან საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ ყოველ დილით 6 საათზე გაიღვიძებთ. რატომ? ამის 6 მიზეზი არსებობს... ხომ გახსოვთ ანდაზა: "ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი"? იცით მისი მნიშვნელობა და ისიც, რომ რამდენადაც უნდა გიჭირდეთ თბილი საწოლიდან წამოდგომა, ადრე ადგომა ცხოვრებას გაგიუმჯობესებთ.
მაგრამ ცოდნა და კეთება სხვადასხვა რამეა.
მოტივაცია საიმისოდ, რომ ყოველ დილით 6 საათზე გაიღვიძოთ:
დრო მიზნების გასახსენებლად
ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რისთვის ცხოვრობს, მაგრამ თუ საკუთარ თავს მიზანს დაუსახავთ, საღამომდე იბრძოლებთ მის მისაღწევად. აგრეთვე, დილა საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ გადახედოთ წარსულს, გააანალიზოთ, დასკვნები გამოიტანოთ და იმოქმედოთ.
შეადგინეთ დღის განრიგი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ხედავთ, რამდენი რამე გაქვთ გასაკეთებელი? დროა, წამოდგეთ და იაქტიუროთ.
ვარჯიში
კითხვაზე: რატომ არ ვარჯიშობთ, პასუხობთ, რომ დრო არ გაქვთ? მართალია, დატვირთული დღის ბოლოს ვარჯიშისთვის ვერ მოიცლით, მაგრამ თუ ადრე ადგებით, სამსახურამდე შეგიძლიათ სპორტდარბაზში ან სკვერში ივარჯიშოთ; 40 წუთი ირბინოთ მაინც. ამასთანავე, დილის ვარჯიში ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებების, ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს. შედეგად, მთელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ.
საუზმის დრო
დროის უქონლობის გამო საუზმეზე უარს ამბობთ? დიეტოლოგ ჯონ ჰოპკინსის კვლევით დადასტურდა, რომ ჯანსაღ საუზმზე კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორი მუშაობა და განწყობაა დამოკიდებული. ამიტომ საუზმე უნდა იყოს ჯანსაღი და რაც მთავარია, ყოველდღიური.
მრავალი წარმატებული ადამიანი ამ რეჟიმით ცხოვრობს
"ტვიტერის" შემქმნელი ჯეკ დოსრი ყოველ დილით 5:30-ზე იღვიძებს, დარბის, საუზმობს და დღის გეგმებს აწყობს. "ეფლის" დირექტორი ტიმ კუკი ფოსტის შემოწმებას უკვე 4:30-დან იწებს. "ვირჯინი გრუპის" დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი 5:45-ზე იღვიძებს, ვარჯიშობს, საუზმობს და მუშაობას იწყებს.
ერთი ნაბიჯით წინ
ადრე გაღვიძებული ენერგიული და მობილიზებული ხართ. სანამ კონკურენტებს სძინავთ, თქვენ სურვილების ასრულებაზე იწყებთ მუშაობას. პატარ-პატარა ნაბიჯებით უახლოვდებით დასახულ მიზნებს. პოეტმა ჯეი ეი კარნიმ თქვა: "სილის ნაწილაკები და წყლის წვეთები - აი, რისგან შედგება ბობოქარი ოკეანეები და დიდებული უდაბნოები".
დაბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დილა დილის 6 საათზე. თუ ჩვეულებრივ, 8-ის ნახევარზე იღვიძებთ, ორსაათნახევრით ადრე გაღვიძება საშუალებას მოგცემთ, დიდხანს იცოცხლოთ. კვირაში 17,5 დამატებით საათს მიიღებთ, თვეში - 70 საათს, ხოლო წელიწადში 840-ს. ჩვენ გირჩიეთ, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.