ძნელი წარმოსადგენია, რომ კიბო შესაძლებელია 3 თვეში განიკურნოს! ექიმი ჯოანა ბადვიგი კი ამტკიცებს, რომ მარტივი დიეტით მან 95 წელს მიაღწია და მთელი თავისი ცხოვრება კიბოს წარმოქმნის მიზეზების კვლევას შეალია. შედეგად, მიაგნო საოცარ დიეტას, რომელიც უკვე წარმოქმნილ კიბოს უჯრედებსაც ანადგურებს.
ხაჭო კიბოს წინააღმდეგ
კვლევების მანძილზე ექიმი ბადვიგი მივიდა დასკვნამდე, რომ ჯანმრთელობის მთავარი მტრები – რაფინირებული ცხიმები და ნახშირწყლებია. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ძალიან მოდური უცხიმო, დიეტური საკვები – პირდაპირი გზაა მთელი ორგანიზმის მუშაობის მოშლისკენ.
ცხიმოვანი უჯრედების დეფიციტი უჯრედებში იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიც არის ინფარქტი, ათეროსკლეროზი, წყლულები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლავე მაიონეზიან ბუტერბროდს უნდა ვეცეთ ან ნამცხვრების უსაზღვროდ ჭამა დავიწყოთ! ხაჭო – ეს არის მთავარი წამალი!
ექიმმა ბადვიგმა გაარკვია, რომ ყველაზე მეტი ცხიმოვანი მჟავა ცივი გამოხდის სელის ზეთშია, ხოლო ხაჭო მდიდარია პროტეინებით. ამ ორი პროდუქტის შეთავსებით – ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ თავს 21-ე საუკუნის სენისგან, არამედ განვიკურნებით კიდეც უამრავი უკვე არსებული დაავადებისგან.
რეცეპტი: ხაჭო სელის ზეთით
ჯადოსნური წამლის რეცეპტი მარტივია. საკმარისია 2 სუფრის კოვზი ორგანული სელის ზეთი კარგად შევურიოთ 100-150 გრ მარცვლოვან ხაჭოს და დღეში ერთხელ მივირთვათ. უკვე 3 თვეში შესამჩნევ უკეთესობას იგრძნობთ.
ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისთვის და დაავადებების პრევენციისთვის, შეგიძლიათ გაზარდოთ ხაჭოს რაოდენობა და შეამციროთ სელის ზეთი გემოვნების მიხედვით.