მართალია, ჯერ კიდევ სოლიდური პერიოდი გვაშორებს ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ახალი წლის დადგომას და ზოგადად, ახალ წლამდეც თვეზე მეტი დაგვრჩა, მაგრამ ადამიანების ცნობისმოყვარეობა განუსაზღვრელია და ჩვენი მკითხველებიც არაერთგზის გვისვამენ კითხვას: მაინც რას მოგვიტანს ანცი და ეშმაკი მაიმუნი 2016 წელს?
გამომდინარე იქიდან, რომ დამდეგი 2016 წელი წითელი, თანაც ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია და ე.წ. მთვარის კარმულმა კვანძებმა სულ ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა სასწორი/ვერძის ღერძიდან ქალწული/თევზების ღერძზე, მომავალი წელიწადი ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენლისთვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობის თემებს წამოსწევს წინ.
მაიმუნმა შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანთან "ბოროტი ხუმრობაც" გაითამაშოს და ცოტა შეგაშინოთ კიდეც არასასიამოვნო დიაგნოზით. თუმცა, ნუ იჩქარებთ დანაღვლიანებას, იმიტომ, რომ მაიმუნის წელიწადში ყოველგვარ მოულოდნელობას ექნება ადგილი, მათ შორის, მცდარ დიაგნოზებსა და საოცარ გამოჯანმრთელების პრეცედენტებსაც.
ეს წელი, ძირითადად, ისეთ ადამიანებს მისცემს წინსვლის შანსებს, ვინც საკუთარ ცხოვრებას გონივრული რისკის კალაპოტში აგებს. დაგეგმილ-გაწერილი გეგმები, გახსოვდეთ, რომ მარტივად აგერევათ, მაიმუნი ხომ მზაკვარი და მასხარაა ყველაფერთან ერთად.
სამაგიეროდ, იგი კრეატიულ, ოპორტუნისტული სულის მქონე და აზარტულ ინდივიდებს სწყალობს. ამიტომ დამდეგი 2016 წელი გონივრული რისკისთვის და ცხოვრების საინტერესო მოვლენებით გამრავალფეროვნებისთვის უნდა გამოიყენოთ. გაგრძელება