თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" 26-29 ნოემბერს გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება. თბილისის წიგნის დღეები მოიცავს საგამოფენო ცენტრის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებს, რომელთა დათვალიერებაც 4 დღის განმავლობაში 11:00-დან 19:00-საათამდე იქნება შესაძლებელი.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში დაგეგმილი წიგნების გამოფენა-გაყიდვა მე-11 პავილიონში გაიმართება. აქ ყველა ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი და მსურველებს შეეძლებათ სასურველი წიგნების შეძენა ძალიან დიდი ფასდაკლებით.
წიგნების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ შემდეგი გამომცემლობები:
”აგორა”, ”არეტე”, გამომცემლობა ”წიგნი+ერი”, ”დაკარგული ლეგენდები”, დამოუკიდებელ გამომცემელთა და გამავრცელებელთა ალიანსი, გამომცემლობა "არტანუჯი", ”კეთილი ბარათები”, გამომცემლობა ,,დიოგენე", გამომცემლობა - ”ბაკმი”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია ”ერუდიტი”, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, შპს ”ბუქ კაფე”, ”ფორმატი”, ”ელფის” გამომცემლობა, ”სეზანი”, ”წიგნები ვაკეში”, საგამომცემლო სახლი "გრაალის სამყარო", ”ექსლიბრისი”, ქარჩხაძის გამომცემლობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Sheakspeare & Company, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, შპს გამომცემლობა "მერიდიანი", MTP, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა ”ზებრა”, NOVELLA, გამომცემლობა ”ოჩოპინტრე”, "ზებრაგრუპ", გამომცემლობა "პალიტრა L", "პარნასი", "ირინა დენეიკინა", ”ექსკალიბური”, ”პრემიერი”, ”პრემიერი 2015”, "პროსპეროს წიგნები", "საქართველოს უნივერსიტეტი", გამომცემლობა "გორგა", "საქწიგნი", საგამომცემლო-სარეკლამო კომპანია ”საუნჯე”, გამომცემლობა "ინტელექტი", წიგნის სადისტრიბუციო კომპანია ”ირიათონი”.
თბილისის წიგნის დღეები ორგანიზებულია საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიასა" და წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით. ასევე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით.
გამოფენაში წარმოდგენილი წიგნების კატალოგები და დეტალური ინფორმაცია ყველა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იხილეთ ჩვენს გვერდზე:https://www.facebook.com/BookDaysTbilisi