ზეთის პირში გამოვლება ძველებური მეთოდია. იგი გაგისუფთავებთ პირის ღრუს, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებს. ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ არარაფინირებული სეზამის ან ქოქოსის ზეთი.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი და გამოივლეთ პირში 15-20 წუთის განმავლობაში. პირველ ჯერზე შეიძლება უსიამოვნო გრძნობა დაგეუფლოთ. 20 წუთამდე პროცედურა 2-3 კვირის შემდეგ გაზარდეთ.
ყბა ისე უნდა ამოძრაოთ, თითქოს ლუკმას ღეჭავთ. პროცედურის დასრულების შემდეგ აქაფებული ზეთი გადმოანერწყვეთ (არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ). გამოივლეთ პირში თბილი, სუფთა წყალი და გამოიხეხეთ კბილები.
უმჯობესია, კბილები ნატურალური კბილის პასტით გამოიხეხოთ, რომელსაც შემდეგნაირად დაამზადებთ: 1 სადილის კოვზ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 1 ს/კ სოდა და 5 წვეთი ეთერზეთი (სალბი, ევკალიპტი, ჩაის ხე).
ზეთის გამოვლება სასურველია ყოველდღიურად. ამ პროცედურას ზოგი დღეში სამჯერ მიმართავს. მთავარია, მშიერ კუჭზე გააკეთოთ.
რა შედეგს მოგიტანთ პირის ღრუს ზეთით გამორეცხვა:
გაგიუმჯობესებთ კბილების მდგომარეობას (გაგითეთრებთ კბილებს, გაგიქრობთ უსიამოვნო სუნს, აგაცილებთ ღრძილების სისხლდენას, ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას).
უმკლავდება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: აკნე და კანის სხვა დაავადებები.
შეუძლია აგარიდოთ ჰაიმორიტი.
დაივიწყებთ უძილობასა და თავის ტკივილს.
გაგიუმჯობესდებათ მეტაბოლიზმი და ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმიდან გამოიდევნება წიდები და რაც მთავარია, გამოჯანმრთელდებით.