დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, #213 საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიცია მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციის მუშაობა სწორედ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე კაკაჩიამ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში მამა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მან ცეცხლსასროლი იარაღი შვილს მისცა და უთხრა, რომ ვინც აბრაზებდა, ესროლა.
საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები აღნიშნულ ინციდენტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ისინი 213-ე ბაღში ვითარების გასარკვევად იმყოფებიან.