წინასაახალწლო "უბორკები" უკვდავი ტრადიციაა. კარგი იქნება, ამ გენერალურ წმენდას ზოგიერთ ნივთსაც თუ "გადააყოლებთ". ძველი და უსარგებლო ნივთების ადგილი აუცილებლად ახალმა უნდა დაიკავოს.
თითქოს ზედმეტი და უსარგებლო სახლში არაფერი ჩანს - ყველაფერი გჭირდებათ და დიდი ხანია, შეეჩვიეთ, მაგრამ დაგარწმუნებთ, რომ ცდებით. გადაყარეთ ყველაფერი, რაც ამ სიაში შეგხვდებათ და გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ თავს... ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგები ამაში დარწმუნებულნი არიან.
გადასაყრელი ნივთების სიაში პირველ ადგილს მოძველებული საკანცელარიო ნივთები იკავებენ. დამტვრეული კალმები, გამომშრალი ფლომასტერები, "დაბლაგვებული" სტეპლერები, დამოკლებული ფანქრები, რომლებსაც აღარავინ იყენებს - ამგვარი ხარახურა სახლში ბევრი გროვდება და მათგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ.
კოსმეტიკა, რომლითაც აღარ სარგებლობთ. კრემებისა თუ შამპუნების კოლოფები საკმაოდ დიდი საცხოვრებელ სივრცეს იკავებს, ხელებში "გებლანდებათ" და იდეალური წესრიგის დამყარებაშიც ხელს გიშლით. ნუ დაგენანებათ - კოსმეტიკა, სანამ ახალი იყო, მაშინ თუ არ გამოგადგათ, მოძველებული მითუმეტეს არაფერში გჭირდებათ.
მოაწესრიგეთ წამლები. ზოგჯერ იმდენი წამალი გროვდება, სააფთიაქო კოლოფებში ვეღარ ეტევა და თანდათან მეტ ადგილს იკავებს სათავსოში. ფენ-შუის მიხედვით, ეს ცუდი ნიშანია - ბევრი წამალი და სამკურნალო საშუალება სახლში
ავადმყოფობას იზიდავს. ამიტომ გადახედეთ თქვენს აფთიაქს და ვადაგასული წამლები გადაყარეთ, დანარჩენები ეცადეთ, რაც შეიძლება პატარა სივცეში, თვალისგან მოშორებულად შეინახოთ.
დახვრეტილი წინდები - მერე რა, რომ მეორე მთელია... მოაშორეთ! იგივე გზას გაუყენეთ დაცალკევებული წინდებიც, რომელთა წყვილებს ვეღარ პოულობთ. თუ რამდენიმე თვეა ვერ იპოვნეთ, სავარაუდოდ, არც მერე გამოჩნდება. ასე რომ, ნუ დაგენანებათ. სრულად...