არტერიული ჰიპერტონია – ერთ-ერთი ხშირად დიაგნოსტირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა. ამ პათოლოგიას ახასიათებს ქრონიკულად მაღალი არტერიული წნევა.
როგორ დავიწიოთ მაღალი არტერიული წნევა სწრაფად?
1. მასაჟი
ნაზი მოძრაობით დაიმასაჟეთ კისერი, აქცენტი გააკეთეთ კეფის მხარეზე.
2. ძმრის კომპრესი
აიღეთ ქსოვილის 2 ნაჭერი და დაასველეთ ისინი ვაშლის ან ჩვეულებრივ ღვინის ძმარში. დაიდეთ ფეხისგულებზე 5-7 წუთი. 20-30 წუთის შემდეგ გაიზომეთ წნევა. თუკი არ დაგიწიათ, გაიმეორეთ პროცედურა.
3. შტოშის წვენი
100 მლ შტოშის წვენში გახსენით იმავე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით. კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ჰიპერტონია აქვს.
4. აკუპუნქტურული წერტილები
თითის დაწოლით გაჰყევით ხაზს ყურის უკან ჩაღრმავებიდან ლავიწის ამოწეულ ძვლამდე. წარმოსახვითი ხაზი, ფაქტობრივად, ვერტიკალური უნდა იყოს.
ძლიერად დაწოლა საჭირო არ არის, საკმარისია კანი თითების რბილი მოძრაობით დაიზილოთ. გაიმეორეთ მოძრაობა 8-10-ჯერ ორივე მხარეს. შედეგი დააფიქსირეთ მასაჟამდე და მას მერე წნევის გაზომვით. სცადეთ – ეფექტურია!