ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით.
როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს. როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- სანთელი მხოლოდ იმ ოჯახებში უნდა აინთოს, სადაც ოჯახის წევრები მარხულობენ?
- ნებისმიერ ოჯახში შესაძლებელია, მიუხედავად უმარხველობისა. ერთობით ვადიდოთ უფალი.
- შობის ღამეს ტაძარში ნაყიდი სანთელი უნდა დავანთოთ? ქუჩაში რომ შევიძინოთ, შეიძლება?
- რისი შესაძლებლობაც გვაქვს, სწორედ ის ძღვენი მიგვაქვს ტაძარში. ზოგიერთი სახლში ამზადებს, ზოგიერთი ტაძარში ყიდულობს ან სხვაგან. ჩვენ არ ვკრძალავთ მოტანილი სანთლის დანთებას, მთავარია, ადამიანის სული დაინთოს რწმენად ღვთის წინაშე და ეს რომელი სანთლით მოხდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. წმინდა აბო თბილელი ციხეშიც კი ამზადებდა სანთლებს.
გაგრძელება იხილეთ სრულად: mshoblebi.ge