ხანდახან ისე ხდება, რომ კომფორტული, ახალგარემონტებული სახლი გაქვთ, მაგრამ იქ მაინც სული გეხუთებათ, მისვლა არ გინდათ და სიმყუდროვეს ვერ გრძნობთ.
ბრძენი ჩინელები თვლიან, რომ ასე მოქმედებს ადამიანზე სახლის დაბინძურებული გარემო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ატმოსფეროს სხვა რამესთან ერთად 3 ნივთი ანაგვიანებს. აქედან არის აპათია და საკუთარი სახლის არატანა.
იმისათვის, რომ სახლი უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლოთ, დაუყოვნებლივ გადაყარეთ ეს 3 ნივთი.
1. ხელოვნური ყვავილები
ხელოვნური ყვავილები – მკვდარი ყვავილებია. ისინი, როგორც სხვა არაფერი, ისე ალპობს თქვენს სახლს. ტყუილად არ არის ნათქვამი, ცოცხალი ყვავილები – ცოცხალი ადამიანებისთვის არის, ხოლო ხელოვნური – მკვდრებისთვის.
ყველაზე ლამაზი ხელოვნური ყვავილების თაიგულიც კი ვერ შეცვლის თუნდაც სადა მინდვრის ყვავილებს.
ასე რომ, გაახარეთ შინ ორქიდეები, ფლოქსები ან თუნდაც უბრალო ბალახი, ხოლო ხელოვნური ყვავილები სასწრაფოდ მოაშორეთ სახლიდან.
2. დაბზარული ჭურჭელი
ასევე კატეგორიულად არ შეიძლება შინ გაბზარული ჭიქების, თეფშებისა და სხვა ჭურჭლის შენახვა.
და არ აქვს მნიშვნელობა, გასდის თუ არა მას. ეს ბზარები, როგორც ჩინელები ამბობენ, თქვენი სამზარეულოს მთელი ნეგატივის ყველაზე სტაბილური აკუმულატორია.
ასე რომ, სასწრაფოდ გადაყარეთ სახლიდან გაბზარული ჭურჭული. უძველესი დროიდან ჭურჭელი სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლო იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბზარები მასზე – მფლობელის სიღარიბეზე მეტყველებს.
3. ძველი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
დაბოლოს – ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახლში არ გააჩეროთ. გაცვეთილი, გამოუსადეგარი სამოსი ხომ ისედაც აღარ გჭირდებათ? აჯობებს, გასცეთ ისინი გაჭირვებულებისთვის – მათ გამოადგებათ.
აი, კიდევ რას ამბობენ უსარგებლო ნივთებზე: თუკი გსურთ მიიღოთ რაიმე ახალი – რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდით ძველისგან და მაშინ ვაკანტურ ადგილას აუცილებლად გაჩნდება ახალი, ლამაზი ფეხსაცმელი და პალტო, რომელზეც ამდენ ხანს ოცნებობდით!
ასევე იხილეთ:
გადაყარეთ ეს სასწრაფოდ! 11 ყოფითი ნივთი, რომელიც კიბოს იწვევს
7 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ სახლიდან