თუკი ცხვირის ფორმას ან ყბას, წონას და სხვა ნაკლოვანებებს პლასტიკური ქირურგიის საშუალებით გამოისწორებთ, სიმაღლეს ვერაფრით უშველით.
ამიტომაც გასაგებია, რატომ ანიჭებს უპირატესობას ბევრი ვარსკვლავი ყოველდღიურად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
გთავაზობთ იმ ვარსკვლავების სიას, რომელთა სიმაღლეც შორს არის მოდელების სტანდარტებისგან – და მიუხედავად ამისა, მათ ხელი არ შეშლიათ, შეექმნათ თავბრუდამხვევი კარიერა და დაეჩრდილათ ბევრად მაღალი კონკურენტები.
კრისტინა აგილერა
სიმაღლე – 157 სმ
კრისტინა თავის უმთავრეს მუსიკალურ კონკურენტზე, ბრიტნი სპირსზე 6 სმ-ით დაბალია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, გაესწრო 2000-იანი წლების პოპ-პრინცესასთვის "გრემის" ქანდაკებების რაოდენობით: კრისტინას მთელი ექვსი ჯილდო აქვს, ბრიტნის კი მხოლოდ ერთი. სრულად...