ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ, რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფორიაქა. "მკურნალი.გე" კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:
რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?

გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური, ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?


ეს ვირუსი, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანშიშესულებს, მაშინ, როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანშიშესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც,
You must have Flash Player installed in order to see this player.
65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?

გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით. უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

ყველაზე ხშირად რა გართულებები აღინიშნება A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს?
სრულად...
კომენტარები (1)
ნათია
ღორის გრიპი 7 დღეში იკურნება სამწდიცინო ჩარევის გარეშე????? მაშინ ხალხი რატომ იხოცება?
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
8-სანტიმეტრიანი ქუსლებით თბილისიდან სოფელში: ძროხის მოწველა, ბოსლის დახვეტა და სოფლელი ქალის 1 დღე
23:29 / 28-09-2016
PalitraNews-ის ჟურნალისტმა ეკა მელიქიძემ, გადაწყვიტა ერთი დღე სოფელში გაეტარებინა და გაგეო ყოველდღიურ რუტინაში რა სირთულეებს უმკლავდებიან ადგილობრივები.
"სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება" - როგორ დაეხმარა სოციალურად დაუცველ ბავშვს ანიტა რაჭველიშვილი
10:45 / 28-09-2016
ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელსაც იტალიაში საფორტეპიანო კონკურსზე მოსახვედრად თანხა არ ჰყოფნიდა, 700 დოლარით დააფინანსა.
მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები და ბევრი საეჭვო შეკითხვა
21:04 / 27-09-2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალები და სამხილები იყო.
შემოდგომაზე მოსასმენი საუკეთესო სიმღერები
21:41 / 26-09-2016
შემოდგომაზე მოსასმენი სიმღერების ათეულს Billboard.com გვთავაზობს. გამოცემის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა მუსიკალურად პასიური სეზონია, არსებობს მთელი რიგი საუკეთესო სიმღერებისა, რომლებიც განწყობას შეგვიქმნის.
როგორ გავარჩიოთ ძვირად ღირებული ბრენდი იაფფასიანი ორეულისგან
12:50 / 23-09-2016
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ლუი ვიტონის ჩანთას ვყიდულობთ იმის გასარკვევად, ორიგინალია თუ არა ესა თუ ის ნივთი, რომელიც მაღალი მოდის ბრენდების სახელით იყიდება, არ არის საჭირო ვიყოთ ექსპერტები.
რეზო გიგინეიშვილი ქეთა თოფურიას და ჯგუფ A'Studio-ს ფილმში იღებს
16:02 / 20-09-2016
რუსეთში ფილმ Про любовь-2-ის გადაღებები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილია. ფილმში მონაწილეობას ჯგუფი A'Studio-ც იღებს.
წიგნი, რომლის ყველა ყდა განსხვავებულია
13:22 / 19-09-2016
”პალიტრა L"-ი თინეიჯერებს მორიგ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს - სტამბა "კოლორპაკის" უნიკალური შესაძლებლობების დახმარებით, გამომცემლობამ გადაწყვიტა ლიბერთინსის ახალი წიგნის კეს მორგანის "ასეულის" თითოეული ყდა ინდივიდუალური ყოფილიყო, ანუ წიგნის ტირაჟის თითოეული გარეკანი ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინით დაიბეჭდა.
ეს ყველამ უნდა იცოდეს! როგორ დავადგინოთ, კვერცხი ახალია თუ ძველი
12:42 / 19-09-2016
კვერცხი ნებისმიერი ოჯახის მაცივარში მოიპოვება და ეს გასაკვირიც არ არის - ეს პროდუქტი სხვადასხვა კერძის უნივერსალური ინგრედიენტია, უბრალო ტაფამწვარით დაწყებული, ნამცხვრებითა თუ ტორტებით დამთავრებული.
როგორ გაატარეს Weekend-ი ცნობადმა სახეებმა და რამდენი დაზოგეს მათ, ფასდაკლების საიტის დახმარებით
12:41 / 19-09-2016
დღეს ორშაბათია! რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების დღეები დასრულდა. შაბათს და კვირას სექტემბრისთვის დამახასიათებელი, თბილი და მზიანი ამინდები იყო. ქართული შოუ-ბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა, Weekend-ი სუფთა ჰაერზე გაატარეს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი