ზამთარში აუცილებლად უნდა აიმაღლოთ ორგანიზმში D ვიტამინის დონე. მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება კბილებსა და ძვლებზე. ზამთარში ადამიანი მოკლებულია მზის სხივებს, რაც D ვიტამინის ნაკლებობას იწვევს.
ამიტომ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:
1. კრევეტი
ბოლო დროს აშშ-ისა და კანადის მოსახლეობა აქტიურად იყენებს კრევეტის ზეთს. უმატებენ საკვებს. თევზის ცხიმისგან განსხვავებით, მას სუნი არ აქვს, ადვილად ინელებს კუჭი და ყოველგვარი არასასიამოვნო შეგრძნების გარეშე ორგანიზმს D ვიტამინით კვებავს.
2. კვერცხი
ზამთარში საუზმედ კვერცხი ხშირად უნდა მიირთვათ. აღმოჩნდა, რომ კვერცხის გულიც ნორმალური რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, ბატის კვერცხი კი კიდევ უფრო მეტს. ასე რომ, დღეში ორჯერ კვერცხის მიღება სულაც არ გაწყენთ.
3. ორაგული და კალმახი
ცნობილი ფაქტია, რომ თევზი D ვიტამინის შემცველია. განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის ორაგული და კალმახი, მათში უამრავი სასარგებლო ნუტრიენტია. ამასთან, წითელი თევზით იმდენი სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ, რომ ზამთრის ვახშმები თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. სრულად...