რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მსახიობ მიშა მესხის და მისი მეგობრის უკრაინაში გადახდენილ ამბავს.
მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა და წერდნენ, რომ მისი საქციელით ქართველებს არცხვენდა. დღეს მიშა მესხი ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად გამოეხმაურა.
''მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.
დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა.
დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ....
სინამდვილეში, არც კი მახსოვს, რა როგორ მოხდა, მახსოვს, რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცები და გავითიშე...
გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია. გაგრძელება