ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს იმუნურ და ძვლოვან სისტემას, ამცირებს გულითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. ეს სტატია ხარისხიანი ზეითუნის ზეთის შეძენაში დაგეხმარებათ.
ზეითუნის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს ტვინს.
ზეითუნის ზეთი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტით - პოლიფენოლით, რომელიც ტვინის უჯრედებს დაბერების უფლებას არ აძლევს. ზეითუნის ზეთი მდიდარია E და K ვიტამინებით. E ვიტამინი დაბერების უფლებას არ მოგცემთ, აგავსებთ ენერგიით, მისი ნაკლებობა გადაღლილობას იწვევს. გარდა ამისა, თუ ვიტამინ C-საც მიიღებთ, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და თავს დაიცავთ ისეთი ვერაგი დაავადებისგან, როგორიც ალცჰეიმერია. მისგან დაგიცავთ K ვიტამინიც.
ის ტვინს ინფორმაციის მიღება-გადამუშავებაში ეხმარება. ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს K ვიტამინი აკლდათ.
გარდა ამისა, ტრანსცხიმები, რომლებსაც ფასტ-ფუდების მომზადებისას იყენებენ, დეპრესიას იწვევს. ზეითუნის ზეთი კი მის გამომწვევ მიზეზს 50 პროცენტით ამცირებს.
როგორ ავარჩიოთ საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთი
"თხევადი ოქრო" - როგორც მას უწოდებენ, - ოთხი სახეობის არსებობს. ყველაზე დაბალხარისხიანი მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების დამზადებისას გამოიყენება. ყველაზე მაღალხარისხიანია ცივი გამოხდის EVOO, ანუ extra virgin olive oil ზეთი.
რჩევები საუკეთესო ზეითუნის ზეთის ყიდვისთვის
ზეითუნის ზეთი მხოლოდ მუქი მინის ბოთლებში შეიძინეთ. თუ ეტიკეტზე წერია: "მსუბუქი", "ექსტრამსუბუქი" ან "დაწმენდილი", არ შეიძინოთ.
ყურადღება მიაქციეთ ვადას. რაც უფრო დიდი ხნის წინაა გამოშვებული ზეთი, მით ნაკლები სასარგებლო ნივთიერებებია მასში დარჩენილი.
ზეითუნის ზეთს შეიძლება სხვადასხვა არომატი ჰქონდეს დამატებული: ტკბილი, ცხარე, ვაშლის, ნუშის, თხილის, მაგრამ, რაც უფრო მწარეა, მით მეტია მასში პოლიფენოლი. ის აგრეთვე გაფუჭების საშუალებას არ აძლევს ბოთლში დარჩენილ ზეთს. უმჯობესია, დანამატების გარეშე შეიძინოთ.
ღვინისგან განსხვავებით, რომელიც უმჯობესდება წლების მატებასთან ერთად, ზეთზე ამას ვერ ვიტყვით. გაუხსნელ მდგომარეობაში ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გრილ ადგილზე 1-დან ორ წლამდე შეინახოთ. გახსნილი მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ სითბოს, შუქს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ მაცივარში.
სხვათა შორის, მაცივარი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ ზეითუნის ზეთის ნამდვილობა. თუ მაცივარში გასქელდა, ე.ი. ნამდვილია.
ძველად ამბობდნენ, რომ ზეითუნის ზეთზე საკვების მომზადება არ შეიძლებოდა. ასე არაა, ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობა ათასი წლის მანძილზე სადილებს ზეითუნის ზეთზე ამზადებდა და ისინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ მოსახლეობადაა მიჩნეული. ამასთანავე, დამტკიცდა, რომ გაცხელების შემდეგ ზეითუნის ზეთი თავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს.
გიყვართ ზეითუნის ზეთი? ამზადებთ მასზე საკვებს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.