შესაძლებელია თუ არა, რომ ფრჩხილის ლაქი, რომელსაც მანიკიურისთვის ან პედიკიურისთვის ვიყენებთ, ჰორმონალური დისბალანსისა და წონაში მომატების მიზეზი გახდეს?
დიუკის უნივერსიტეტის უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია.
საქმე კომპონენტ TPHP-შია, რომელიც მეცნიერებმა ფრჩხილების ლაქის უმეტესობაში აღმოაჩინეს.
ამ ნივთიერების ოფიციალური სახელწოდებაა – ტრიფენილფოსფატი. ეს უკანასკნელი უკვე მრავალი წელია გამოიყენება პლასტმასის, ცეცხლმაქრობი ქაფისა და ავეჯის წარმოებაში. ასევე - იმ ლაქების შემადგენლობაში, რომლებიც დღეს ფართოდ გამოიყენება.
არადა, ეს ნივთიერება ხშირად ხდება მიზეზი ჩვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებისა. შედეგი კი - წონის მატება და სიმსუქნეა.
"თუკი მოგწონთ და კარგად იყენებთ ფრჩხილის ლაქის რომელიმე მარკას, შეამოწმეთ კომპიუტერის საშუალებით მისი შემადგენლობა", გვირჩევს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯოზეტ ჰაიტი.
აი, ის ბრენდები, რომლებიც შეიცავს ამ ნივთიერებას და რომელთა გამოყენებასაც უნდა მოერიდოთ, თუკი ზედმეტ წონასთან პრობლემა გაქვთ:
- Sally Hansen
- Essie
- OPI
- Revlon
- Milani
- Wet N Wild
- SpaRitual
- Orly
- Nuance by Salma Hayek
- Maybelline
- Beauty Without Cruetly.
ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ფრჩხილის ლაქში არსებულ 3 ნივთიერებას: DBP-ს, ტოულენსა და ფორმალდეგიდს. ეს ქიმიკოს-მწარმოებლებისთვის ცნობილია, როგორც ყველაზე "ტოქსიკური ტრიო". მათი რეგულარულად გამოყენება – ყველაზე ტრაგიკულ შედეგს იძლევა, კიბოს განვითარების ჩათვლით.
ერთი სიტყვით, ყურადღება მიაქციეთ, რას ყიდულობთ და რა შემადგენლობა აქვს ამა თუ იმ პროდუქტსა თუ კოსმეტიკურ ნაწარმს.