მზის სათვალეს ნებისმიერ სეზონზე იყენებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი.
დიზაინერებიც კოლექციებში წარმოგვიდგენენ სხვადასხვა ტიპის სათვალეს. გაინტერესებთ, რამდენად რეკომენდებულია მზის სათვალის ხშირად ტარება? სტატიაში სწორედ ამ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს.
მზის სათვალესთან "მეგობრობა" თქვენს მხედველობაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება. საქმე იმაშია, რომ ბნელი შუშა ზედმეტად ზღუდავს თვალისთვის სინათლის მიწოდებას. სინათლის დეფიციტის გამო თვალი იძაბება და იღლება. ეს მიზეზები თვალისჩინის გაუარესებას განაპირობებს.
"მედალს ორი მხარე აქვსო". სამაგიეროდ, ხარიხიანი შუშა თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან და შესაბამისად, დაზიანებისგან იცავს. დამტკიცებულია, რომ ულტრაიისფერ სხივებს თვალის კატარაქტის გამოწვევა შეუძლია. გაგრძელება