გაშინებთ მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები? ალბათ, გსმენიათ, რომ ავოკადო, მოცხარი და შავი შოკოლადი ტვინის მოქმედებას ააქტიურებს. მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც აზიანებს მას...
პროდუქტები, რომლებიც აზიანებს ტვინს
1.მარილი
თუ სისხლში ნატრიუმის შემცველობა დასაშვებზე მეტია, ნერვული იმპულსების გადაცემა ირღვევა, რაც ტვინის მუშაობას აფერხებს.
2. შაქარი
შაქრის დიდი ოდენობით მოხმარება ცუდია არამხოლოდ სხეულის ფორმისთვის. ყურადღების დეფიციტის სინდრომი, სიძნელეები სწავლის დროს, დაბნეულობა - ეს ყველაფერი "ტკბილი ცხოვრების" თანმხლები პრობლემებია.
3. ცხოველური ცხიმი
ცხიმიან ხორცში ქოლესტერინის შემცველობა მაღალია. ცხოველური ცხიმის დიდი ოდენობით მოხმარება ათეროსკლეროტიკურ ბალთებს წარმოშობს. სისხლძარღვთა დახშობა და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ემუქრება მათ, ვინც ხშირად მიირთმევს ღორის ხორცის ცხიმიან სტეიკებს.
4. ჩიფსები და "სუხარიკები"
ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება წამლავს ტვინს. განსაკუთრებით, სახრამუნოები ბავშვებს უყვართ. მსგავსი საკვები ართულებს ტვინის მუშაობას და გონებრივ შესაძლებლობებს აქვეითებს.
5. ალკოჰოლი
ტვინზე ალკოჰოლის მომაკვდინებელი ზემოქმედება უდავო ფაქტია. თუ ალკოჰოლს მშობლები მოიხმარენ, ეს შვილებზეც აისახება. მის ერთჯერად მოხმარებასაც კი შეუძლია ტვინის მოქმედების პროცესების ბლოკირება.
რა თქმა უნდა, ამ პროდუქტების დოზირებულად მიღება არ ავნებს ტვინს: მთავარია, ყველაფერში ზომა იცოდეთ. ინტელექტის განსავითარებლად კი წაიკითხეთ მეტი წიგნი, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და იმეგობრეთ საინტერესო ადამიანებთან.