გადაწყვიტეთ თავი დაანებოთ მოწევას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?
თავდაპირველად უნდა გაარკვიოთ, თუ რა ტიპისაა თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ, შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი ნიკოტინს არაა მიჩვეული. უბრალოდ, მიეჩვიეთ რეგულარულად 5 წუთი დაუთმოთ გაბოლებას, დაფიქრდეთ აწმყოსა თუ მომავალზე...
რით შევცვალოთ სიგარეტი
ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ელექტრონული სიგარეტის შეძენა. არ არის აუცილებელი, საზოგადოებრივ თავყრილობებს თავი არიდოთ, ტანსაცმელსაც თამბაქოს უსიამოვნო სუნი არ აუვა, არ მოგიწევთ საღეჭი რეზინის დაღეჭვა. ამასთან, ელექტროსიგარეტები დღესდღეობით მოდაშია ახალგაზრდებს შორის.
მაგრამ ზემოხსენებული თუ თქვენ არ გეხებათ, თქვენთვის ცნობილია სიგარეტის მოწევის არანორმალური სურვილი, უმჯობესია, ნიკოტინის წებოვანა გამოიყენოთ. ნიკოტინი კანიდან მცირე დოზებით მოხვდება სისხლში, ამასთან, არ დაანაგვიანებს ფილტვებს.
ასევე, ნიკოტინის წებოვანას კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია: მწეველი გოგონა ბევრად უკეთ გამოიყურება მცირე წებოვანათი მაჯაზე, ვიდრე პლასტმასის მუნდშტუკით პირში.
თუკი საკუთარ თავში ქექვის არანაირი სურვილი არ გაგაჩნიათ, გირჩევთ სცადოთ ორივე ხერხი. ეს დაგეხმარებათ, რაც შეიძლება სწრაფად თავი დაანებოთ მოწევას!