მარტივი რეცეპტის წყალობით ზამთარსა და გაზაფხულს ვირუსებისა და გრიპის გარეშე გაატარებთ.
დაგჭირდებათ: 2 ცალი ლიმონი (ცედრის გარეშე), 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 30-40 გრამი ჯანჯაფილი (დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომა).
ზოგიერთი ინგრედიენტის რაოდენობა სურვილისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. აგრეთვე, ლიმონი შეგიძლიათ ცედრით გამოიყენოთ, უფრო ინტენსიური გემო ექნება.
ლიმონი დააბლენდერეთ, დაუმატეთ დაბლენდერებული ჯანჯაფილი და ბოლოს თაფლი. კარგად ამოურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. შეინახეთ მაცივარში (ექვს თვემდე ინახება).
პროფილაქტიკისთვის მიიღეთ კვირაში ერთხელ 2-3 ჩაის კოვზი გახსენით თბილ ჩაიში ან წყალში და დალიეთ. გახსოვდეთ, რომ წყალი ცხელი არ უნდა იყოს (არაუმეტეს 40 გრადუსისა), რათა თაფლს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს.
ეს საუკეთესო საშუალება გაცივების სამკურნალოდ აბებისა და ქიმიის სანაცვლოდ.
გემრიელად მიირთვით და არ იავადმყოფოთ!