თეთრი ფერი სიკეთის, სისუფთავის და სრულყოფილების სიმბოლოა. თეთრი სამოსი მაღალ საზოგადოებასთან ასოცირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, თეთრი ქსოვილი პრაქტიკული არ არის.
ისინი იოლად ჭუჭყიანდება, დროთა განმავლობაში ქსოვილი უსიამოვნო ნაცრისფერ ელფერს იღებს.
გთავაზობთ საუკეთესო რჩევებს ნივთების უწინდებური სიქათქათის დასაბრუნებლად, რომელთა გამოყენებაც უდავოდ ღირს.
როგორ გამოვათეთროთ ნივთები
ასპირინი
თავის ტკივილის ეს საშუალება შესანიშნავად ებრძვის ყვითელ ლაქებს. გახსენით ასპირინის 5 აბი წყალში და ჩაალბეთ მასში ტანსაცმელი. რამდენიმე ხანში გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.
სოდა
4 ლიტრ წყალში გახსენით ერთი ჭიქა სოდა. ჩაალბეთ მასში ტანსაცმელი. ამ პროცედურის შემდეგ ქსოვილი ქათქათა ხდება.
ლიმონის წვენი
1 ჭიქა ლიმონის წვენი დაუმატეთ წყალს ტანსაცმლის გავლების დროს.
არსებობს სხვა ხერხიც: თეთრი ტანსაცმელი ჩაალბეთ ცხელ წყალში. დაუმატეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივად. ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ ტანსაცმელი უწინდებურ სიქათქათეს დაიბრუნებს.
თეთრი ძმარი
1 ჭიქა ძმარი დაუმატეთ სარეცხ საშუალებას. ასევე, შეგიძლიათ გაჭუჭყიანებულ ადგილებზე მოაპკუროთ ძმარი.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება
უმჯობესია გამოიყენოთ საშუალება მინიმალური ქიმიური შემცველობით. იგი ნებისმიერ მათეთრებელზე ეფექტურია.
წყალბადის ზეჟანგი (3%)
ამ უნივერსალურ საშუალებას ფართოდ გამოიყენებთ ყოველდღიურ ყოფაში სახლის დალაგებისას. იგი ასევე შესანიშნავი მათეთრებელია ქლორის გარეშე, რომელსაც რეცხვის დროს უმატებენ.