მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ქალების 90%-ს რეგულარულად აცვია ბიუსტჰალტერი, მიუხედავად იმისა, რას ზომის მკერდი აქვთ მათ.
ასევე, ჩატარდა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალებს, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში აცვიათ ლიფი, სარძევე ჯირკვლების კიბოს დაავადების რისკი 113-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ 12 საათი ატარებს ამ საცვალს.
ისინი კი, ვინც საერთოდ არ იცვამს ბიუსტჰალტერს, 21-ჯერ მეტად არიან დაცულები ამ დაავადებისგან.
რისკის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად სტანდარტების დევნაში, ქალები ირჩევენ შეუფერებელი ზომის ბიუსტჰალტერს და ყურადღებას არ აქცევენ დისკომფორტს, რომელსაც მისი ტარებით განიცდიან.
ძალიან მჭიდროდ მომდგარი ლიფები ძლიერ დაწოლას ახდენს მკერდზე და სარძევე ჯირკვლებში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას არღვევს, რაც ლიმფის მიწოდებას ხელს უშლის. ეს იწვევს მასტოპათიას, სიტოზს და სიმსივნურ წარმონაქმნებს.
როგორ ვატაროთ ბიუსტჰალტერი
ბევრი ქალი თვლის, რომ ბიუსტჰალტერის მუდმივად ტარება მათ მკერდის გაფუჭებისგან იცავს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე არ არის. მეცნიერებმა ვერანაირი კავშირი ვერ ნახეს ლიფის ტარებასა და მკერდის დეფორმაციას შორის. მაგრამ როგორ მოიქცნენ დიდი მკერდის მქონე ქალები, რომელთათვისაც აუცილებელია მკერდის დაფიქსირება.
ექიმები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ საცვლების არჩევისას, რათა შევამციროთ სარძევე ჯირკვლების კიბოს წარმოქმნის რისკი:
1. არ ჩაიცვათ მჭიდრო ბიუსტჰალტერები. ლიფი თქვენი ზომა არ არის, თუკი ის მხრებსა და გვერდებზე კანს გიწითლებთ.
2. არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ ლიფით. არასოდეს!
3. თუკი არ გსურთ დაავადდეთ მასტოპათიით, უარი თქვით ფუშ-აფ ეფექტის მქონე ბიუსტჰალტერებზე. ისინი სარძევე ჯირკვლებს არაბუნებრივ ფორმას აძლევს.
4. შეარჩიეთ ბუნებრივი ქსოვილის ბიუსტჰალტერი, შიდა ნაკერების გარეშე, რათა სათბურის ეფექტი და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა აიცილოთ თავიდან.
5. არასოდეს შეიძინოთ უბრეტელო ბიუსტჰალტერი: ასეთი მოდელი ძლიერ დაწოლას ახდენს ლიმფურ ჯირკვლებზე.
6. თუკი სიტუაცია საშუალებას გაძლევთ, საერთოდ უარი თქვით ლიფის ტარებაზე. ალტერნატივად შეგიძლიათ ჩაიცვათ მსუბუქი ტოპები და მაისურები.
ერთი სიტყვით, ატარეთ ბიუსტჰალტერი სწორად, რათა დაიცვათ თქვენი ფაქიზი, ქალური ჯანმრთელობა!