ბევრი მოზარდი, ტელეფონის გარეშე დასაძინებლად არ წვება, მიმოწერით ერთობა და ხშირად ღამით გვიან იძინებს, რაც აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად მოქმედებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე მოზარდები 8-დან 18 წლამდე, ყოველდღიურად გაჯეტებს თითქმის 7,5 საათს უთმობენ. გაჯეტის ეკრანიდან წამოსული ცისფერი შუქი სიბნელეში ძლიერდება და ანელებს ჰორმონ მელატონინის (ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რიტმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, "ბიოლოგიური საათის" კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ) გამოყოფას, რის გამოც ადამიანი დიდხანს ვერ იძინებს.
თვალების დახუჭვაც ვერ იცავს ამგვარი შუქის ნეგატიური მოქმედებისაგან. შუქის ჩაქრობის შემდეგ ძილი თანდათანობით გვერევა. თუ ადამიანები განაგრძობენ ტექსტური შეტყობინებების მიღებას, მათი ცირკადული რიტმი ირღვევა. სრულად...