ახალი შესაძლებლობები ქართველი მარკეტოლოგებისთვის - HP Indigo თბილისშია და მზადაა, მხარი აუბას ნებისმიერ ნოვატორულ წამოწყებას და კარგ იდეას.
1-ლი თებერვლიდან "კოკა-კოლამ", HP-ს მხარდაჭერით, აშშ-ის ტერიტორიაზე ახალი მარკეტინგული აქცია "It’s Mine" ("ეს ჩემია") დაიწყო. აქციის არსი დიეტური "კოკა-კოლას" 1 მილიონი ბოთლის გამოშვებაა. თითოეულ ბოთლს უნიკალური, განუმეორებელი დიზაინის თერმოკუმშვადი ეტიკეტი ექნება.
როგორც "კოკა-კოლას" ერთ-ერთმა დირექტორმა - რაფაელ აჩევედომ განაცხადა, დიეტური "კოლას" ფანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ბოთლი, რომლის იერსახეც განუმეორებელი იქნება და მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. ეს მართლაც უნიკალური მარკეტინგული აქცია HP Indigo-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
"კოკა-კოლას" მარკეტოლოგებმა შეიმუშავეს 36 საბაზისო ტიპური დიზაინი ბოთლის შეფუთვისთვის. ამის შემდეგ HP Indigo-ს პროგრამული ტექნოლოგიის გამოყენებით დაგენერირდა ეტიკეტის მილიონობით უნიკალური ვარიანტი და შემდგომ დაიბეჭდა HP Indigo-ს რულონურ დანადგარებზე.
მინის ბოთლების გარდა, დაიბეჭდა ექსკლუზიური შეფუთვა 4 სახეობის ალუმინის ქილებისთვისაც და დიზაინი პოლიეთილენის შესაფუთი მასალებისთვის.
ხსენებული აქცია HP Indigo-სა და "კოკა-კოლას" თანამშრომლობით შექმნილი პირველი პროექტი არ არის. HP Indigo-ს პერსონალიზირებული ოფსეტური ბეჭდვის შესაძლებლობებს "კოკა-კოლა", აშშ-ის გარდა, ევროპაშიც წარმატებით იყენებს.
ქართველი მარკეტოლოგებისთვის საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ HP Indigo-ს ტექნოლოგიები 2015 წლიდან მათთვისაც ხელმისაწვდომია.
კომპანია "კოლორპაკმა" 2015 წელს პროექტ "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეიძინა HP Indigo-ს უახლესი მოდელის ციფრული ოფსეტური ბეჭდვის რულონური დანადგარი.
"კოლორპაკი" HP-სგან სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნოვატორული იდეა და შესაძლებლობა, რაც ჰოლანდიელი, გერმანელი, ებრაელი, ესპანელი ან ამერიკელი ტექნოლოგების მიერ იქმნება - უმოკლეს ვადაში საქართველოში ხდება ხელმისაწვდომი.
კომპანია "კოლორპაკი", რომელიც HP Indigo-ს პარტნიორია საქართველოში, თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა - "ბორჯომი"; "ბაგრატიონი"; "ნიკორა"; "ბადაგონი"; "ბიბლუსი" და სხვა...
"კოლორპაკი" ღიაა თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დამკვეთთან.
R