თუ სპორტით დაკავებისთვის დროს ვერ პოულობთ, იმას არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა ისხდეთ უსაქმურად. სწრაფად ჩაიცვით და გადით სასეირნოდ! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა სარგებლობა მოაქვს ფეხით უბრალო გასეირნებას.
ფეხით სიარულის 10 სასარგებლო თვისება
1. დაბლა სწევს ალცჰეიმერით დაავადების რისკს
ამ დაავადებას უმოძრაობა იწვევს. უმარტივესი პროფილაქტიკა ფეხით ხშირად სიარული გახლავთ. საქმე იმაშია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უშლის ტვინში ცილების დალექვას და ჟანგბადით აღსავსე სისხლის ნაკადს არეგულირებს.
2. კუნთები მუდმივად ტონუსშია
სიარული დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუმცა ის შესანიშნავად ტვირთავს კუნთებს. არის შემთხვევები, როდესაც ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ადამიანისთვის მიზანშეწონილი არ არის. სწორედ ამ დროს ფეხით სიარული მუდმივად ფორმაში ყოფნის შესანიშნავი საშუალებაა.
3. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
ვინაიდან, ფეხით სიარული აერობიკულ ვარჯიშებს მიეკუთვნება, ძალიან ნელი სიარულიც კი სწევს დაბლა არტერიულ წნევას და გულის მუშაობა მწყობრში მოჰყავს.
4. აუმჯობესებს საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობას
სიარული დადებითად ზემოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე: ის აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და საკვების მონელება უფრო სწრაფი ხდება.
5. გიქმნით კარგ განწყობას
თუ გსურთ ხასიათზე მოხვიდეთ, მოიშოროთ სტრესი და დაძაბულობა, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
6. გლაუკომას პროფილაქტიკა
ახლანდელმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა, ფეხით სიარული, გლაუკომას განვითარების რისკს ამცირებს.
7. არეგულირებს წონას
უმარტივესი საშუალება, რათა წონაში არ მოიმატოთ!
8. ამაგრებს სახსრებსა და ძვლებს
ხანგრძლივი სეირნობა არამხოლოდ კუნთებს, ძვლებსა და სახსრებსაც ამაგრებს.
9. შესანიშნავი თერაპიაა დიაბეტის დროს
ექიმები დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ, თავი აარიდონ ინტენსიურ ვარჯიშებს და იარონ ხშირად ზომიერი ტემპით.
10. აუმჯობესებს ფილტვების მდგომარეობას
სიარული სასუნთქ სისტემას ავარჯიშებს, რაც დადებითად მოქმედებს ფილტვებზე. ასე რომ, მსუბუქი ნაბიჯებითა და თავისუფალი სუნთქვით გავემართოთ წინ ჯანმრთელობისკენ!