ყელზე კანის გამუქება ხშირი შემთხვევაა. პიგმენტაციის რამდენიმე მიზეზი არსებობს: მზეზე ხანგრძლივი ყოფნა, ჰორმონალური დისბალანსი, მშობიარობა და ზოგიერთი წამლის მიღება. ყელის კანისა და დეკოლტეს ზონის მოსავლელად, საკვებად და დასატენიანებლად პროდუქტები თქვენს სამზარეულოშიც მოიძებნება.
1. ქოქოსის ზეთი არბილებს და ასწორებს კანს. მისი გამოყენება პლაჟზეც შეგიძლიათ.
2. ლიმონი - ძლიერი მათეთრებელი საშუალებაა. კანი რეგულარულად გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით.
3. სოდას იმდენი წყალი დაასხით, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ და ყელზე წაისვით.
4. კიტრი - საუკეთესო მატონიზირებელია და აქვს კანის განახლების საშუალება.
5. შვრიის ფანტელს მდუღარე წყალი დაასხით, ფაფისებურ მასა ყელისა და დეკოლტეს ზონის საუკეთესო მკვებავი საშუალებაა.
6. პომიდვრის წვენი ლიმონის წვენივით გამოიყენეთ.
7. თაფლი ვიტამინებით აგავსებთ და გაგითეთრებთ კანს.
8. ვარდის წყალი საუკეთესო საშუალებაა ქალის სილამაზის შესანარჩუნებლად.
9. ალოე შუაში გაჭერით და რბილობით ყელი და დეკოლტე დაიმუშავეთ.
10. ნუშის ზეთით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.
11. "ე" ვიტამინი კანის გასაახალგაზრდავებელი და სილამაზის მომნიჭებელია.
12. ბრინჯის წყალი - მარცვლელულის მოხარშვის შემდეგ მისი წყალი მოიტოვეთ და მათეთრებელი კომპრესივით გამოიყენეთ. კანის სითეთრეს ასეთი მეთოდით აღწევენ იაპონელი ლამაზმანები.
13. ფორთოხალი კანის საუკეთესო მატონიზირებელი და ფერის გასაუმჯობესებელი ხილია.
14. კარტოფილი გათალეთ, გახეხეთ და მისი წვენით ყელის კანი და დეკოლტეს ზონა დაიმუშავეთ.
15. ვაშლის ძმარი 1:1 გააზავეთ წყლით და წაისვით. ეფექტიანია ნამზეურის გასათეთრებლადაც.
16. ბანანის ნიღაბი საუკეთესოა კანის გასაახლებლად და ახალგაზრდობის მისანიჭებლად.
17. არაჟანი თქვენს კანს არისტოკრატიულ სითეთრეს მიანიჭებს.
18. მარწყვს აქვს მატონიზირებელი ეფექტი და თქვენს კანს ვიტამინებით აავსებს.
19. ზეითუნის ზეთი კანს ატენიანებს, კვებავს და აახალგაზრდავებს.
დაბოლოს, ზოგიერთ კომპონენტის კომბინირება შეგიძლიათ. მაგალითად, არაჟანს აურიეთ ან თაფლი, ან ალოე.
გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ სასარგებლო პროდუქტზე შეიძლება ალერგია გქონდეთ, ამიტომ მათი გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.