"იმედის დილის" ერთ-ერთი წამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეწამყვანებს შორისაა. ის ბევრმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდა.
პროექტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში თაკო მეუღლეს, კალათბურთელ რეზი დიდიას დაშორდა. რეზი ქუთაისში თამაშობდა და როგორც მაშინ ამბობდნენ, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი გახდა.
თავად თაკო მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე დიდხანს არ საუბრობდა, ამბობდა, რომ სიყვარულის თემა არ აინტერესებდა და უნდოდა, პროფესიულად გაზრდილიყო.
გასულ წელს მან და ილო ბეროშვილმა ერთად დაიწყეს წამყვანად მუშაობა "იმედის დილის" ეთერში. ილო ხშირად ხუმრობდა, რომ ხვდებოდა, თაკოს ძალიან მოსწონდა და ამის გამო რამდენჯერმე დაიწერა ინტერნეტპორტალზე, რომ წყვილი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სატელევიზიო "ტრიუკი" იყო. გაგრძელება