კორდისკბილა - ბალახოვანი მცენარეა, რომელიც თვალის სხვადასხვა დაავადებას კურნავს. ბალახებით მკურნალობის მოყვარულებმა კარგად იციან მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.
კორდისკბილა მოგიხსნით თვალის დაღლილობას, დაგირეგულირებთ თვალის წნევას. მისი წვეთების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით
დაავადებები, რომლებსაც კორდისკბილა მკურნალობას: თვალის ინფექციები. ალერგიული რეაქციები, ირიტი (თვალის ფერადი გარსის ანთება); კერატიტი (რქოვანას ანთება). ახლომხედველობა, გლაუკომა, მშრალი თვალის სინდრომი.
1. კორდისკბილას ჩაი მხედველობის გასაუმჯობესებლად
1 ჩაის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. დალიეთ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
2. თვალის წვეთები
დაღლილობისა და მშრალი თვალის სინდრომის მოსახსნელად თვალში ჩაიწვეთეთ კორდისკბილას ჩაი (მისი მომზადება ზემოთაა მითითებული) 2-2- წვეთი თითო თვალში.
3. კომპრესი თვალის გასაჯანსაღებლად
იმავე ჩაიში ჩააწეთ ბამბის დისკები და დაიდეთ თვალებზე დილა-საღამოს 15 წუთის განმავლობაში.
4. ჯიბლიბოს სამკურნალოდ
3 სადილის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი. გადაწურეთ, თბილი ბალახი მარლაში გადაახვიეთ და ჯიბლიბოზე 5-7 წუთით დაიდეთ.
ეს ჯადოსნური მცენარე მხოლოდ თვალის დაავადებს კი არა, მოგიხსნით თავის ტკივილს, დაგავიწყებთ უძილობას, მოგიხსნით შფოთიანობას და ნაბახუსევის სინდრომს.
კორდისკბილას გამოყენებისგან თავი შეიკავეთ, თუ ამ მცენარეზე ალერგია გაქვთ, ხართ ფეხმძიმე, მეძუძური დედა, გაწუხებთ ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, კუჭი ან თორმეტგოჯა ნაწლავი.